ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი აცხადებს, რომ ხერსონიდან გადის


რუსეთის არმიამ ოთხშაბათს, 9 ნოემბერს გამოაცხადა, რომ უკრაინის სამხრეთში მდებარე რეგიონულ დედაქალაქს, ქალაქ ხერსონს და მიმდებარე ტერიტორიებს ტოვებს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს ნაბიჯი, უკრაინის წინააღმდეგ რვათვიანი ომის განმავლობაში, რუსული ძალებისთვის, წარუმატებლობის სერიის გაგრძელება იქნება.

უკრაინის ხელისუფლებას მოსკოვის განცხადება და ნაბიჯები ამ დრომდე არ დაუდასტურებია. თუმცა, პრეზიდენტი ზელენსკი, ბოლო დღეების განმავლობაში გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ რუსები ხერსონიდან გადიოდნენ. ზელენსკი რუსეთის ამ მცდელობას „თეატრს“ უწოდებდა და არ გამორიცხავდა, რომ ეს ერთგვარი მახე ყოფილიყო.

უკრაინაში რუსეთის უმაღლესმა სამხედრო მეთაურმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა, ოთხშაბათს, თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს შეატყობინა, რომ ქალაქ ხერსონში და მდინარე დნეპრის დასავლეთ ნაპირზე მდებარე სხვა რაიონებში, მარაგის მიწოდება შეუძლებელი იყო. შოიგუ დათანხმდა მის წინადადებას, უკანდახევის და აღმოსავლეთ სანაპიროზე თავდაცვითი ძალების დაყენების შესახებ.

ქალაქ ხერსონიდან გასვლა, რომელიც ამავე დასახელების რეგიონში მდებარეობს და რომლის არალეგალური ანექსიაც რუსეთმა ახლახან გამოაცხადა, მოსკოვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მარცხი იქნება. ომამდელი 280 000 მოსახლით, ქალაქი ერთადერთი რეგიონული დედაქალაქი იყო, რომელიც რუსულმა ძალებმა, უკრაინაში 24 თებერვალს შეჭრის შემდეგ დაიპყრო.

ზაფხულის განმავლობაში, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის მიერ დაპყრობილი პროვინციების ნაწილების დასაბრუნებლად, წარმატებული კონტრშეტევითი მოქმედებები განახორციელეს და სტრატეგიულ ინდუსტრიულ ქალაქს მიაღწიეს.

XS
SM
MD
LG