რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ინდონეზიაში დიდი ოცეულის სამიტზე დასასწრებად არ ჩავა. თუმცა, არ არის გამორიცხული პუტინმა სამიტის მონაწილეებს ონლაინ მიმართოს. ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ოცეულის მასპინძელი ქვეყანა და კრემლი ადასტურებს.
რუსეთის სამთავრობო სააგენტო „რია“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ პუტინი სამიტის მონაწილეებს ვიდეო კონფერენციით იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ სპეციალური ფორმატი მისთვის შემუშავდება. კუნძულ ბალიზე რუსეთის ფედერაციის სახელით ჩავა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
ინდონეზია წინააღმდეგობას უწევს დასავლეთის ქვეყნების პოზიციას, რომ არ მიიწვიოს რუსეთი დიდი ოცეულის სამიტზე. სწორედ ამიტომ ქვეყანა არ აუქმებს მიწვევას, რომელიც რუსეთში გაიგზავნა.
Facebook Forum