ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა დუგინს ადანაშაულებს გენოციდსა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში


ალექსანდრ დუგინი
ალექსანდრ დუგინი

უკრაინა თავისი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასა და გენოციდში ადანაშაულებს კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი ორგანიზაციის, „ევრაზიული მოძრაობის“ ხელმძღვანელს, ალექსანდრ დუგინს. ის უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლებითაა ეჭვმიტანილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და პროკურატურის მიერ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს, 14 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დუგინი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის და უკრაინელი ხალხის გენოციდის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგია, რომელიც ათ წელზე მეტია, მრავალრიცხოვან საჯარო გამოსვლებსა და პუბლიკაციებში უარყოფს უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს არსებობას და რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის დაპყრობის მოწოდებები აქვს.

უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრისთანავე, დუგინი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მხარი დაუჭირა საოკუპაციო ძალებს, ამართლებდა უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ ომის დანაშაულს და აქტიურად უწევდა პროპაგანდას უკრაინელების მასობრივ განადგურებას.

უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დუგინი მართლმსაჯულებას რუსეთის ტერიტორიაზე ემალება, კომპლექსურ ზომებს მიმართავენ, პასუხისგებაში მის მისაცემად.

2022 წლის აგვისტოში, მოსკოვის ერთ-ერთ გარეუბანში აფეთქდა ავტომანქანა, რომელსაც კრემლის ნაციონალისტი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი დარია დუგინა მართავდა. მის მკვლელობაში რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა. კიევი ამას უარყოფს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG