რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატა, დღეს სავარაუდოდ კენჭისყრით დაუჭერს მხარს კანონს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს საშუალებას მისცემს, უკრაინაში საბრძოლველად, კონტრაქტები გააფორმოს დანაშაულებში ეჭვმიტანილებთან ან უკვე მსჯავრდებულებთან.
15 თვეზე მეტია, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს და რუსეთი ამას კვლავ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ მოიხსენიებს. ამ ხნის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა.
შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, საკონტრაქტო შეთანხმება შეიძლება დაიდოს პირთან, რომლის დანაშაულებრივი საქმე გამოძიების ეტაპზეა, სასამართლოში განიხილება, ან უკვე სასამართლოს განაჩენი აქვს გამოტანილი, თუმცა ის კანონიერ ძალაში შესული ჯერ არ არის.
დუმის ქვედა პალატის მონაცემთა ბაზის მიხედვით, ცვლილებათა პაკეტი არ ითვალისწინებს კონტრაქტების გაფორმებას სექსუალურ ძალადობაში, სამშობლოს ღალატში, ტერორიზმში ან ექსტრემიზმში ბრალდებულ, ან მსჯავრდებულ ადამიანებთან.
სხვა ნებისმიერი სახის დანაშაულში ეჭვმიტანილ, ბრალდებულ, ან მსჯავრდებულ პირს, შეიარაღებულ ძალებში რეგისტრაციის უფლება მიცემა და ისინი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლდებიან ხელშეკრულების დასრულების შემდეგ, ან იმ შემთხვევაში, თუ საბრძოლო უნარებისთვის, რაიმე სახის ჯილდოს მიიღებენ.
იქამდე, ამის გაკეთების უფლება მხოლოდ რუსეთის დაქირავებულ მებრძოლთა კერძო კომპანია „ვაგნერს“ ჰქონდა. არასახელმწიფოებრივ დაჯგუფებას შეეძლო საკუთარ რიგებში მიეღო დამნაშავეები რუსეთის ციხეებიდან და ისინი უცხოეთში საბრძოლველად გაეგზავნა.