რუსი ულტრანაციონალისტის, ალექსანდრ დუგინის შვილის მკვლელობში, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ფეესბე), ბრალს უკრაინის საიდუმლო სამსახურებს სდებს. აღნიშნული ცნობა დღეს რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს.
კრემლის იდეოლოგად მიჩნეული ალესაქნდრ დუგინის შვილი, 29 წლის დარია დუგინა, შაბათს, მანქანის აფეთქების დროს გარდაიცვალა. რუსი გამომძიებლების ცნობით, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში, რომელსაც დუგინა მართავდა, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. წინასწარი მონაცემებით, მანქანა მამას ეკუთვნოდა.
უკრაინა აფეთქებასთან რაიმე სახის კავშირს უარყოფს.
რუსეთს ფედერალური უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ თავდასხმა 1979 წელს დაბადებულმა უკრაინელმა ქალმა განახორციელა. უწყების მტკიცებით, არასრულწლოვან ქალიშვილთან ერთად, ქალი რუსეთში ივლისში ჩავიდა და თავდასხმისთვის მზადება დაიწყო. სამსახურის ინფორმაციით, რომელსაც რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებს, დუგინაზე თავდამსხმელი, მის ცხოვრების სტილს სწავლობდა და სახლსაც დუგინასთან ახლოს ქირაობდა.
"ფეესბეს" ცნობით, თავდამხმელმა ავტომობილზე „კონტროლირებული აფეთქება“ უზრუნველყო და რუსეთიდან ესტონეთში გაიქცა.
კიევს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელ განცხადებაზე ჯერ არ უპასუხია.
ბუნდოვანი გავლენა
დარია დუგინას მამა, ალექსანდრე დუგინი ულტრანაციონალისტი იდეოლოგია, რომელსაც ხშირად პუტინის გონებას უწოდებენ. ის „ერთიანი რუსეთის“ იდეისთვის, რომელმაც რუსულენოვანი მოსახლეობა და სხვა ტერიტორიები უნდა მოიცვას და „ახალი რუსული იმპერია“ უნდა შექმნას, ძალადობრივი მოქმედებების მომხრე და დამცველია.
დარია ხშრად ჩანდა რუსული სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში. ის მამის იდეების ღიად მხარდამჭერი იყო. ასევე, მხარს უჭერდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიან ომს, რომელსაც კრემლი, ამ დრომდე, სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს.
დუგინი პრეზიდენტ ვალდიმირ პუტინის პოლიტიკურ იდეოლოგად ითვლება. ზოგერთი რუსი დამკვირვებელი ფიქრობს, რომ მას მოსკოვის საგარეო პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს და სწორედ მან შეუქმნა პუტინის უფრო აგრესიულ, ექსპასიონისტურ საგარეო პოლიტიკას, ინტელექტუალური საფუძველი. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ მისი გავლენა და როლი მინიმალურია. დუგინს ოფიციალური თანამდებობა კრემლში არასდროს ჰქონია.
ფაქტები დუგინის შესახებ
- 1997 წელს გამოცემულ წიგნში, „გეოპოლიტიკის საფუძვლები: რუსეთის გეოპოლიტიკური მომავალი“, დუგინი ევრაზიაში შეერთებული შტატების გავლენას აკრიტიკებს და რუსეთს მოუწოდებს, რეგიონზე საკუთარი მმართველობა აღადგინოს და უზრუნველყოს რეგიონის ქვეყნების სეპარატისტული რეგიონების დაცვა.
- წიგნი რუსეთის არმიის საკითხავ სიაშია შეტანილი, მაგრამ არ არსებობს იმის ნიშანი, რომ დუგინს, რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე, როდესმე პირდაპირი გავლენა ჰქონდა.
- 2015 წელს, აშშ-მა დუგინს სანქციები დაუწესა. ვაშინგტონი თვლის, რომ ის „პასუხისმგებელი ან თანამონაწილეა, ქმედებების ან პოლიტიკის, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, ან სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“.
- მარტში აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ დუგინის ახალგაზრდული კავშირი, აქტიურად ეწეოდა სამხედრო გამოცდილების პირების რეკრუტირებას აღმოსავლეთ უკრაინაში, თვითგამოცხადებული ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახელით საბრძოლველად.
- „დუგინი აკონტოლებს ვებგვერდს “გეოპოლიტიკა”, რომელიც რუსი ულტრანაციონალისტების ერთ-ერთი დასაყრდენი პლატფორმაა და დეზინფორმაციის, პროპაგანდის გავრცელებითაა დაკავებული. მისი სამიზნე "დასავლური და სხვა აუდიტორიაა“ - აცხადებს შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტი.
- 2015 წელს, დუგინმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიერ მის მიმართ დაწესებული სანქციები „უპრეცედენტო“ იყო. ის აცხადებდა, რომ სანქციები „ინტელექტუალური საქმიანობის გამო დააუწესეს, რომელიც კანონს არ არღვევდა“.
დუგინის პოლიტიკური წარსული
1990-იანი წლების დასაწყისში, დუგინმა სხვებთან ერთად „ეროვნული ბოლშევიკური პარტია“ დააფუძნა. პარტია უკიდურეს ანტიცენტრისტულ შეხედულებებს ემხრობოდა, მის წითელ დროშაზე კი შავი ნამგალი და ურო იყო გამოსახული.
2007 წელს, პარტია „ექსტრემისტულ ორგანიზაციად“ გამოცხადდა და რუსეთში მისი საქმიანობა აიკრძალა. დუგინმა პარტია 10 წლით ადრე დატოვა. ამის შემდეგ, დუგინმა პოლიტიკური და სოციალური მოძრაობები დააფუძნა, რომლებიც ევრაზიის მომავლისთვის, მტკიცე ანტიდასავლურ იდეებს ეყრდნობა.
ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, დუგინი თანამდებობაზე მუშაობდა. ის კრემლის მხარდამჭერი, მართლმადიდებლური ქრისტიანული ტელევიზიის „ცარგრადის“ მთავარ რედაქტორად მუშაობდა. ტელეკომპანია ბიზნესმენ კონსტანინ მალოფეევის საკუთრებაშია, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სანქციები 2014 წელს დაუწესა. მიზეზი უკრაინაში პრორუსული სსეპარატისტების მხარდაჭერა იყო. ბიზნესმენი ბრალდებას უარყოფდა.
ტელეკომპანიის ვებგვერდზე მაისში გამოქვეყნებულ სტატიაში, დუგინი ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, დაუყოვნებლივ „პატრიოტულ რეფორმებს“ ითხოვს.
„უკრაინელებს უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენ მათ ვიწვევთ ამ ახალი, დიდებული ძალის შექმნაში. ეს ასევე უნდა ესმოდეთ ბელორუსებს, ყაზახებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს და ქართველებს - ყველას, ვინც არა მხოლოდ იყო და არის ჩვენთან, არამედ ასევე მათ, ვინც მომავალში იქნება“ - წერდა სტატიაში დუგინი.
Facebook Forum