ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი მექსიკის პრეზიდენტ ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორთან ვირტუალურ შეხვედრას მართავს. ეს ამ თვეში მათი მეორე საუბარი იქნება, განხილვის მთავარი თემა კი საიმიგრაციო პოლიტიკაა.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საიმიგრაციო პოლიტიკა ვიცე-პრეზიდენტს ჩააბარა და სწორედ კამალა ჰარისის მიზანია, ამერიკაში მექსიკიდან და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან - გვატემალიდან, ჰონდურასიდან და ელ-სალვადორიდან მიგრანტთა დინება შეაჩეროს. ამერიკის სამხრეთ საზღვართან უამრავი იმიგრანტი გროვდება და ისინი საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთას ცდილობენ.
ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი ცენტრალური ამერიკის სამ ქვეყანაში რიკარდო ზუნიგა ამბობს, რომ ჰარისისა და მექსიკის პრეზიდენტის საუბარი მხოლოდ იმიგრაციის საკითხებით არ შემოიფარგლება და ორი ქვეყნის ურთიერთობის სხვა ასპექტებსაც მოიცავს.
Facebook Forum