ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის 100 დღე თეთრ სახლში


ამერიკის ყველა საპრეზიდენტო კანდიდატის მსგავსად, ჯო ბაიდენმა საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ბევრი პირობა დადო. თანამდებობაზე ყოფნის მეასე დღის მოახლოებასთან ერთად, რომელიც პრეზიდენტის წარმატების შეფასების ტრადიციული, თუნდაც პირობითი ნიშანსვეტია, მან ბევრი დაპირება შეასრულა, მაგრამ სხვების შესრულება ვერ შეძლო.

პრეზიდენტის საკამპანიო დაპირებები შეიძლება სამ ფართო ჯგუფში განაწილდეს, მიუხედავად იმისა, თუ პოლიტიკის რომელ სფეროს განეკუთვნება.

იყო ადვილი გასაკეთებელი საქმეები, რის გაკეთებაც ბაიდენს ნამდვილად პირველივე დღეს, კალმის ერთი მოსმით, ან განკარგულების გამოცემით შეეძლო. 15 აპრილისთვის, ბაიდენმა 49 საპრეზიდენტო განკარგულებას და მემორანდუმს მოაწერა ხელი, ბევრად მეტ დოკუმენტს ვიდრე მისმა უახლოესმა წინამორბედებმა: დონალდ ტრამპმა 36 დოკუმენტს მოაწერა ხელი, ბარაკ ობამამ 34 და ჯორჯ ბუშმა 12 დოკუმენტს.

ცოტა უფრო რთულად მისაღწევი, მაგრამ მაინც აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციაში იყო სხვა ცვლილებები და ინიციატივები, რომელთა დანერგვას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ ამის მიღწევას კონგრესის წევრების ჩარევა არ დასჭირდება.

და ბოლოს, იყო დიდი დაპირებები, რომ ორ წამყვან პარტიას შორის ურთიერთობა შეიცვლებოდა. ბაიდენმა თქვა, რომ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ერთობლივად სამუშაოდ, რესპუბლიკელებს და დემოკრატებს ერთმანეთს დაუახლოვებდა.

პოლიტიკის ფართო სპექტრში, ბაიდენმა პირველი ჯგუფის საკითხების უმეტესობა და მეორე ჯგუფის ზოგიერთი საკითხი სწრაფად გადაწყვიტა, მაგრამ კონგრესში ორპარტიული წარმატების მიღწევის ყველა მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა.

კლიმატის საკითხი

ბაიდენი სწრაფად გაუმკლავდა ადვილად გადასაჭრელ საკითხებს, რაც კლიმატს და გლობალურ დათბობას შეეხებოდა. თანამდებობაზე ყოფნის პირველ რვა დღეში გამოაცხადა, რომ აშშ პარიზის კლიმატის შეთანხმებას კვლავ უერთდებოდა, გამოსცა განკარგულებების წყება, რომლითაც გააჩერა სათბურის გაზების დიდი რაოდენობით გამომყოფი ისეთი პროექტები, როგორიცაა კისთოუნის მილსადენი და გამოაცხადა, რომ სენატს სთხოვს დაამტკიცოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც ფტორწყალბად ნახშირბადის გამოყოფის შემცირებისთვისაა გამიზნული.

ბაიდენმა შეასრულა პირობა და კლიმატზე საერთაშორისო უმაღლეს დონეზე შეხვედრა მოიწვია, რომელიც ნოემბერში გლაზგოში გაიმართება. ბაიდენმა პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის, აშშ სათბურის გაზების გამოყოფას 2005 წლის დონესთან მიმართებაში გაანახევრებს.

ბაიდენი პირობას დებს, რომ აშშ-ში ენერგეტიკის ახალ ინფრასტრუქტურას შექმნის. ელექტრომობილების დასამუხტი სადგურებიდან “ჭკვიან” ელექტროქსელამდე. ეს არის იმ მასიური ინფრასტრუქტურული პაკეტის ნაწილი, რომელიც ახლა კონგრესში განიხილება.

სხვა ინიციატივების ხორცშესხმა უფრო ნელა ხდება. დაპირება, რომ შეერთებული შტატების მიწის და წყლის 30 პროცენტი კონსერვაციის მოთხოვნებს დაექვემდებარება, ოფიციალური წინადადებით არ გამყარებულა. ადმინისტრაცია ასევე მუშაობს იმაზე, რომ ავიაციის და ტრანსპორტის დარგებმა გამონაბოლქვის შემცირების ვალდებულება იკისრონ.

ცეცხლსასროლი იარაღი

შეერთებულ შტატებში იარაღის კონტროლის საკითხზე დებატებში ადვილად მისაღწევი ბევრი არაფერია. თვის დასაწყისში თეთრმა სახლმა გამოაცხადა წინადადების შესახებ, რომლითაც ე.წ. “აჩრდილი იარაღის” გავრცელება უნდა შეზღუდულიყო. ეს ისეთი იარაღია, რომელსაც ადამიანები ცალ-ცალკე შეძენილი ნაწილებისგა აწყობენ და მათ სერიული ნომრები არ აქვს. ადმინისტრაციამ ასევე თქვა, რომ 60 დღის განმავლობაში შტატებისთვის გამოაქვეყნებს ე.წ. “წითელი ალმის” კანონმდებლობის მოდელს, რომლითაც შესაძლებელი იქნება იარაღის შეძენა აუკრძალონ პირებს, რომლებიც საფრთხის შემცველად მიიჩნევიან.

ბაიდენმა დადო პირობა, რომ კონგრესს იარაღის კონტროლის კანონპროექტს გაუგზავნიდა, მაგრამ ამის ნაცვლად მხარი დაუჭირა წარმომადგენელთა პალატის ორ ინიციატივას, რომელიც იარაღის შეძენის მსურველთა ბიოგრაფიული მონაცემების შემოწმებას აძლიერებს და იარაღის გადაცემის წესებს არეგულირებს. ქვედა პალატამ ორივე კანონპროექტი დაამტკიცა, მაგრამ ისინი სენატში დამუხრუჭდა.

ბაიდენის დაპირება, ხელი მოეწერა კანონპროექტზე, რომელიც ქალების მიმართ ძალადობის შესახებ კანონს განაახლებდა, დამოკიდებულია კონგრესის დამტკიცებაზე. ქვედა პალატამ მას მხარი ორპარტიულად დაუჭირა, სენატს კი არაფერი მოუმოქმედია.

კოვიდ-19

20 იანვარს თეთრი სახლის დაკავებისთანავე, ბაიდენმა ფედერალურ შენობებში პირბადის ტარება სავალდებულო გახადა და წერილით მიმართა ჯანმოს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ამ ორგანიზაციიდან გამოსვლის შემდეგ, შერთებული შტატები მას კვლავ შეუერთდებოდა.

პანდემიასთან დაკავშირებით ზოგიერთი დაპირების შესრულება ბაიდენმა გადაჭარბებითაც შეძლო. თავდაპირველად თქვა, რომ თეთრ სახლში პირველი 100 დღის განმავლობაში 100 მილიონ აცრას მიაღწევდა. ამ დროისთვის ეს რიცხვი უკვე ორმაგად შესრულდა და ადმინისტრაციამ შეასრულა დაპირება, რომ მასობრივი ვაქცინაციის 100 ობიექტს და ვაქცინაციის მობილურ კლინიკებს შექმნიდა.

სკოლების გახსნის დაპირების შესრულება ნაკლებად წარმატებული იყო მეტწილად იმის გამო, რომ ადგილობრივი სკოლების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება თეთრი სახლის პრეროგატივა არ არის.

იმიგრაცია/ლტოლვილები

ბაიდენმა გააუქმა ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული შეზღუდვა ქვეყანაში შემოსვლაზე და თეთრ სახლში პირველივე დღეს დეპორტაციის კრიტერიუმი გააფართოვა. იმავდროულად მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა შეაჩერა. მან სცადა დეპორტაციები 100 დღით “გაეყინა”, მაგრამ ეს მცდელობა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაიბლოკა.

ბაიდენმა კონგრესს გაუგზავნა საიმიგრაციო კანონპროექტი, რომელიც ბევრ უსაბუთო იმიგრანტს მოქალაქეობის მიღების გზას გაუხსნის და გამოაცხადა პროგრამის შესახებ, რომლითაც წინა ადმინისტრაციის დროს მშობლებისგან განცალკევებულ ბავშვებს, მშობლებთნ გააერთიანებს.

ბაიდენმა დაპირებისამებრ გააუქმა ტრამპის მიერ შემოღებული “საზოგადოების ტვირთის წესი”, რომელიც იმიგრანტებს საზოგადოებრივ მომსახურებაზე წვდომას უზღუდავდა.

როგორც ჩანს ადმინისტრაციამ მძიმედ წაიბოეძიკა თავის ძალისხმევაში, შეერთებულ შტატებში ლტოლვილების მიღების დონე, ტრამპამდე პერიოდის დონემდე აღედგინა. 2022 საფინანსო წელს 62500 ლტოლვილის მიღების დაპირების შემდეგ, ადმინისტრაციამ ეს რიცხვი 15 ათასამდე შეამცირა. თეთრმა სახლმა მაშინ თქვა, რომ ბაიდენი ამ რიცხვს მაისში გაზრდიდა, მაგრამ სავარაუდოდ ეს თავდაპირველად დაპირებულ რიცხვი არ იქნება.

რასიზმი/უთანასწორობა

თანამდებობაზე პირველ დღესვე, ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ფედერალურ მთავრობაში და მის მიერ მიწოდებულ მომსახურებებში, რასობრივი თანასწორობის ყოვლისმომცველი შეფასებისკენ მოუწოდებს.

პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში მან ხელი მოაწერა ბევრ საპრეზიდენტო განკარგულებას, რომელიც ადამიანებს სქესის, სექსუალური ორიენტაციის და სქესობრივი თვით იდენტიფიკაციის საფუძველზე დისკრიმინაციისგან იცავს, მათ შორის გააუქმა აკრძალვა, რომელიც ტრანსსექსუალების შეიარაღებულ ძალებში სამსახურს ეხებოდა. თუმცა მისი დაპირება, ხელი მოეწერა თანასწორობის აქტისთვის, რომლითაც ბევრი ამ დაცვის კოდირება მოხდებოდა, ქვედა პალატაში მიღების შემდეგ სენაში დამუხრუჭდა.

თეთრმა სახლმა შეაჩერა პოლიციის საზედამხედველო კომისიის შექმნა და მის ნაცვლად, პოლიცის ანგარიშვალდებულების კანონის, კონგრესში გატანაზე მუშაობა არჩია.

ეროვნული უსაფრთხოება

ბაიდენმა პირობა დადო, მოკავშირეებთან ჩართულობის განახლებით, ამერიკის გლობალური პოზიციები აღედგინა. თავისი საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ ნატოს ქვეყნებთან და წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების პარტნიორებთან ურთიერთობები გამოესწორებინა.

ბაიდენმა ასევე დადო პირობა, რომ შეერთებული შტატები ირანის ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდებოდა. ამ საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყო, მაგრამ მისი წარმატება გარანტირებულის სტატუსისგან საკმაოდ შორსაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG