ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბაიდენი 28 აპრილს კონგრესის გაერთიანებულ სესიას მიმართავს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 28 აპრილს კონგრესის გაერთიანებული სესიის წინაშე სიტყვით გამოვა.

მიმართვა ბაიდენის თანამდებობაზე ყოფნის 100 დღეს დაემთხვევა, რაც ერთგვარი არაოფიციალური ნიშანსვეტია. ამერიკის თანამედროვე პრეზიდენტებს იმის მიხედვით განსჯიან, თუ მათ ადმინისტრაციებს ოთხწლიანი ვადის დასაწყისში, როგორი მიღწევები ჰქონდათ.

სიტყვით გამოსვლა წარმომადგენელთა პალატაში მოხდება. სამშაბათს ნენსი პელოსიმ ბაიდენი წერილობით მიიწვია და სთხოვა: “ამ ისტორიული მომენტის გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე გამოპასუხების თქვენი ხედვა გაგვიზიარეთ.”

თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაიდენმა მიწვევა მიიღო.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ კორონავირუსის მიმდინარე პანდემიის და ჯანმრთელობის საკითხზე სიფრთხილის გათვალისწინებით, ღონისძიება როგორ ჩატარდება.

გაერთიანებული სესიები, როგორც წესი, წარმომადგენელთა პალატის სავსე დარბაზში იმართება, სადაც წარმომადგენელთა პალატის და სენატის წევრები, სტუმრებთან ერთად იკრიბებიან. სტუმრები სესიას ტრადიციულად ზედა გალერეის იარუსებიდან აკვირდებიან.

პალატის ამჟამინდელი წესები კანონმდებლებისგან მოითხოვს, რომ დარბაზში კენჭისყრა და სხვა საქმიანობა მცირე ჯგუფებად ჩატარდეს. ყველას პირბადე უნდა ეკეთოს და საზოგადოების წევრებს პალატის სტუმრობის უფლება არ აქვთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG