ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პანდემიის წლისთავზე, ბაიდენი სამომავლო გეგმას აყალიბებს


პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრი სახლიდან პირველი ოფიციალური მიმართვით წარსდგა ამერიკელების წინაშე. გამოსვლა მან პანდემიის წლისთავს დაამთხვია.

პრეზიდენტმა პანდემიის შედეგად ასობით ათასი გარდაცვლილი ამერიკელი გაიხსენა და ამასთან უკეთესი დღეების მოლოდინი გაუღვიძა მსმენელებს.

ჯო ბაიდენის მიმართვა მისი გაპრეზიდენტებიდან ორმოცდაათი დღის თავზე შედგა მაშინ, როცა მილიონობით ამერიკელი მოსწავლე სკოლაში არ დადის და ასევე მილიონობით ამერიკელი უმუშევარია, ცხოვრება თანდათან ნორმალურ რიტმს უბრუნდება. სხვადასხვა შტატის მესვეურებმა კოვიდ პანდემიის ზომების შემსუბუქება დაიწყეს. ეს კი მაშინ, როცა ჯანდაცვის სპეციალისტები ნაჩქარევად მკაცრი ზომების მოხსნას კოვიდინფექციის შესაძლო ზრდას უკავშირებენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ მაისის ბოლომდე ყველა ამერიკელის სამყოფი ვაქცინა იარსებებს.

პრეზიდენტის სიტყვის დროს კონგრესმა დაამტკიცა 1.9 ტრილიონის ღირებულების კოვიდის დახმარების ფინანსური პაკეტი. ეს ზომა ძირითადად დემოკრატი კანონმდებლების აქტიურობის შედეგად დამტკიცდა. რესპუბლიკელების ნაწილი თვლიდა, რომ დახმარების პაკეტი საკმაოდ ძვირი იყო და ხშირად ისეთი ტიპის შემწეობას ითვალისწინებდა, რაც არაფერ კავშირში იყო კოვიდდთან.

დღეის მონაცემებით, კოვიდ ინფექციას 529 000 ადამიანი ემსხვერპლა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის დაკვირვებით, კი 29 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG