ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-მექსიკის საზღვარზე მიგრანტთა რაოდენობამ შესამჩნევად იკლო


ყოველკვირეულად ამერიკა-მექსიკის საზღვარს ათობით ათასი მიგრანტი აწყდება. თუმცა, პირველად, ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, იკლო უფროსების გარეშე საზღვარზე გადმოსულმა მცირეწლოვანთა რაოდენობამ.

ოფიციალური მონაცემებით, ბავშვების და მოზარდების რიცხვი 1 000-ზე ნაკლებია, მაშინ როცა ერთი თვის წინ 5 000-ს აღემატებოდა. კვირის დასაწყისში ალეხანდრო მაიორკასმა, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანმა განაცხადა, რომ 28 მარტის მონაცემებთან შედარებით, აპრილში მიგრანტ არასრულწლოვანთა რიცხვი 88%-ით შემცირდა.

ეს, ამერიკის სამხრეთ საზღვარზე შექმნილ რთულ ვითარებაში პროგრესის პირველი ნიშანია. მაიორკასმა მიღწეულ შედეგს "დრამატული" უწოდა და პირობა დადო, რომ მისი უწყება "კრიტიკული მისიის შესრულების ერთგული დარჩება".

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ორივე პარტიის წარმომადგენლები ხშირად აკრიტიკებდნენ მექსიკის საზღვარზე იმიგრაციის მკვეთრი ზრდის გამო. გამოკითხულ ამერიკელთა შორის, მისი რეიტინგები ამ მიმართულებით ყველაზე დაბალი იყო.


Facebook Forum

XS
SM
MD
LG