ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

1,9 ტრილიონ დოლარიანი ეკონომიკური დახმარების პაკეტი ბაიდენის გეგმის მთავარი ნაწილია


არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხუთშაბათს წარმოადგინა პირველი 100 დღის გეგმა, რომელიც ქვეყნისთვის 1,9 ტრილიონი დოლარის ოდენობის ეკონომიკური დახმარების პაკეტს მოიცავს.
ადმინისტრაცია მმართველობის ენერგიულ დაწყებას გეგმავს ისეთ პირობებში, როდესაც კონგრესში მხოლოდ მცირე უმრავლესობით მუშაობა მოუწევს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს დემოკრატების პრიორიტეტების ფართო სპექტრით გაჯერებული პოლიტიკური დღის წესრიგის თავზე მორგებული შრე იქნება. დემოკრატთა პრიორიტეტები კი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლიდან, საარჩევნო უფლების დაცვამდე და ამერიკის საიმიგრაციო სისტემის რეფორმამდე ვრცელდება.



გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ამ პრიორიტეტებს, კანონმდებლების ყურადღების მისაპყრობად, სენატში დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო სასამართლო მოსმენასთან კონკურენცია მოუწევს.

პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის მიერ, დიდი დეპრესიის პერიოდის “ახალი შეთანხმების” მთავარი ნაწილების დაკანონებისთვის ენერგიული ძალისხმევის შემდეგ რაც 1930-იანების დასაწყისში მოხდა, ყოველი შემდგომი პრეზიდენტის შეფასება იმის მიხედვით ხდებოდა, თუ პირველი 100 დღის განმავლობაში თავისი დღის წესრიგის გატანას რამდენად შეძლებდა ექსპერტები ამბობენ რომ, როგორც ჩანს, ბაიდენს გადაწყვეტილი აქვს თავისი დღის წესრიგის მთავარი ნაწილი კონგრესში საწყის ეტაპზევე გაიტანოს.

ბაიდენს კონგრესის ორივე პალატაში ბევრად უფრო მცირე უმრავლესობა ეყოლება, ვიდრე ობამას ჰყავდა, თუმცა მისი გეგმები კიდევ უფრო დიდია, რადგან არის ორმაგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეკონომიკური გამოწვევა.

მისი გეგმის ყველაზე დიდი ნაწილი 1 ტრილიონი დოლარის ოდენობის პირდაპირი გადარიცხვები და სხვა ზომებია, რომელიც გაჭირვებაში მყოფი პირების და ოჯახების დასახმარებლადაა გამიზნული.



მცირე ბიზნესებისთვის, შტატების, ადგილობრივი და ტომთა მთავრობებისთვის 400 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული და გეგმამ შესაძლოა 400 მილიარდი დოლარი, პანდემიის წინააღმდეგ ბევრად გაზრდილი ფედერალური პროგრამებისკენ მიმართოს.
ხუთშაბათს წარმოდგენილი პაკეტი, ბაიდენის ახალი ადმინისტრაციისთვის პირველი პრიორიტეტი იქნება, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი, პრეზიდენტობის პირველ თვეებში რის გაკეთების იმედიც აქვს. მისი სხვა პრიორიტეტებია: საგარეო პოლიტიკა, საარჩევნო უფლებები, კრიმინალური სამართლის რეფორმა, გარემოს დაცვა, გადასახადები, იმიგრაცია, ინფრასტრუქტურა და მწვანე ტექნოლოგიები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG