ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტილერსონი და ერდოღანი სირიის საკითხზე სამი საათი საუბრობდნენ


თურქეთი შეერთებულ შტატებს სირიაში დაძაბულობის განმუხტვის გზას სთავაზობს. თურქეთის მთავრობის ერთ-ერთმა წევრმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერს“ ანონიმურად განუცხადა, რომ თურქეთის წინადადების თანახმად, სირიელი ქურთი მებრძოლების პოზიციებმა მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით უნდა გადაინაცვლოს, მანბიჯის ზონაში კი ამერიკისა და თურქეთის ერთობლივი შეიარაღებული ძალები უნდა განთავსდეს.

მთავრობის წევრის თქმით, ეს შეთავაზება ამერიკის სახელმწიფო მდივანს თურქეთში ვიზიტისას გააცნეს, თუმცა მის შესახებ საჯაროდ ცნობილი არ გამხდარა.

რექს ტილერსონი ანკარაში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში თურქ კოლეგას, მევლუტ ჩავასოღლუს შეხვდა. მათ განიხილეს ვაშინგტონის გეგმა იმის თოაბაზე, რომ ქურთი მებრძოლების დახმარება გაგრძელდება.

ამ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე, ტილერსონმა ანკარას მოუწოდა „თავი შეიკავოს სირიაში კონკრეტული ოპერაციებისგან“. მან იქვე დასძინა, რომ თურქეთსა და ამერიკას საერთო მიზნები აქვთ სირიაში.

ტილრსონი ხუთშაბათს თურქეთის პრეზიდენტსაც შეხვდა. დაახლოებით სამსაათიანი დისკუსიის შემდეგ, ორივე მხარემ განაცხადა, რომ დიალოგი პროდუქტიული იყო, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ან შეთანხმება მიღწეული არ არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG