შეერთებული შტატები ანკარას ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდებს და ყურადღების გამახვილებას დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაზე სთხოვს. თურქეთი, თავის მხრივ, ვაშინგტონისგან ქურთი მებრძოლების მხარდაჭერის შეწყვეტას ითხოვს.
სირიაში განვითარებული მოვლენების გამო, ნატოს ორ მოკავშირეს შორის უნდობლობა თანდათან იზრდება. ორივე სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლები ოთხშაბათს ქვეყნის ლიდერებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის განსხვავებულ ინტერპრეტაციას ავრცელებენ.
ანკარა საერთოდ უარყოფს თეთრი სახლის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ამერიკის პრეზიდენტი რეჯებ-ტაიპ ერდოღანს ესაუბრა და მას სიტუაციის დეესკალაცია მოსთხოვა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ჰედერ ნაუერტის განცხადებით, კი საგარეო უწყება პრეზიდენტის გვერდით დგას და თურქეთს „ქალაქ აფრინის ტერიტორიაზე სიტუაციის ესლაკაციის გამო აფრთხილებს“. ნაუერტმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთის ლიდერები მათ მოსაზრებებს შეისმენენ.
Facebook Forum