ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელები ირანთან შეთანხმებას შეცდომას უწოდებენ


ამერიკელ კანონმდებლებს ეეჭვებათ, რომ ირანი შეთანხმების პირობებს შეასრულებს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:23 0:00
ბმული



შეერთებული შტატების კანონმდებლები, ორივე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები სკეპტიციზმს გამოხატავენ გასულ თვეს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიღწეული დროებითი შეთანხმების თაობაზე. კონგრესი მოწადინებულია, რომ თეირანის მიმართ სანქციები არ შერბილდეს, ობამას ადმინისტრაციის გაფრთხილების საპასუხოდ, რომ მეთოდების გამკაცრება დიპლომატიის დელიკატურობას ხელს შეუშლის.

ამერიკელი სენატორი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დემოკრატი სენატორი რობერტ მენენდესი აცხადებს, რომ ძალიან სურს რომ ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დასრულდეს.

რობერტ მენენდესი: იმედი მაქვს, რომ ეს გარიგება წარმატებით დასრულდება, დიპლომატიური მიდგომით საკითხი შეიძლება შედეგიანად დაგვირგვინდეს.

ეროვნულ არხზე „სი-ბი-ესში,“ გადაცემაში „ხალხის პირისპირ“ სტუმრობის დროს, მენენდესმა განაცხადა, რომ ირანის მიმართ ეკონომიკური სანქციები ისევ უნდა შენარჩუნდეს, და იმ შემთხვევაში თუკი ირანი პირობებს არ შეასრულებს, მაშინ სანქციები უნდა გამკაცრდეს.

რობერტ მენენდესი: მომავალში სანქციების გამკაცრება შესაძლებელი უნდა იყოს ექვსი თვის შემდეგ ძალაში შესვლის დღიდან, რაც პრეზიდენტს სხვადასხვა მეთოდების გამოყენებისგან შეუშლის ხელს, ეს დიპლომატიისთვის სასურველ ფონს შექმნის, და ირანს გაუგზავნის გზავნილს, რომ არსებობს სხვა საშუალებებიც, თუკი საბოლოო მიზანი მიღწეული არ იქნება.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელების მთავარი წარმომადგენელი ბობ კორკერი აცხადებს, რომ ირანთან მიღწეული დროებითი შეთანხმება შეცდომაა.

ბობ კოკერი: შეშფოთებული ვარ ამ დროებითი შეთანხმების გამო, მეეჭვება, როგორ უნდა მივაღწიოთ საბოლოო მიზანს, რაც იმას ნიშნავს, რომ ირანმა აღარ გაამდიდროს ურანი. ირანი შეიძლება ახლა იმ პოზიციაშია, რომ ყოველთვის შეეძლებათ ლავირება და სიტუაციიდან გამოძრომა, რომ ბირთვული იარაღი ისევ აწარმოონ.

კორკერი აცხადებს, რომ სანქციების გამკაცრება გააუმჯობესებს შანსებს ირანის ბირთვული პროგრამის დასასრულებლად, და გამოთქვამს იმედს, რომ კანონ-პროექტი დემოკრატების მიერ კონტროლირებად სენატში კენჭისყრაზე დადგება. უმრავლესობის ლიდერს, ჰარი რიდს არასოდეს მიუცია დაპირება, რომ ასეთი კენჭისყრა შედგება. ის აღნიშნავს, რომ წარმომადგენელთა პალატას სჭირდება დრო იმისათვის, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე დამატებითი სანქციების სტრუქტურა შეისწავლოს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ შეცდომა იქნება ახალი სანქციების დაწესება ვიდრე მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს. თეთრი სახლის პრეს მდივანი ჯეი კარნი იმ ნაბიჯების საფრთხეზე საუბრობს, რამაც დიპლომატიურ მცდელობას შეიძლება შეუშალოს ხელი. ის აცხადებს, რომ „ამერიკელ ხალხს ომისკენ სვლა არ სურთ“.
XS
SM
MD
LG