ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანთან საეტაპო მნიშვნელობის შეთანხმება მზადდება


ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად, თეთრ სახლში ირანთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე მსჯელობენ, რომელსაც ნეთანიაჰუ ისტორიულ შეცდომას უწოდებს

ბმული

თეთრი სახლი აცხადებს, რომ ეტაპობრივი შეთანხმება ირანთან, რომელიც ბირთვულ პროგრამას უკავშირდება, უფრო მეტ შესაძლებლობებს შექმნიდა საკითხის დიპლომატიურად მოგვარებისთვის. თეთრი სახლის კორესპონდენტი დენ რობინსონი ამ თემაზე და ასევე იმის შესახებაც მოგვითხრობს, თუ როგორ უპასუხა თეთრმა სახლმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის კრიტიკას.

ვიდრე ჟენევაში ირანი და მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეები ფორმატით 5+1 რთულ და კომპლექსურ მოლაპარაკებებს განაგრძობენ, თეთრ სახლში ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის მთავარ საკითხებს განიხილავენ.

პრეს-სპიკერი ჯეი კარნი ამბობს, რომ პირველი ნაბიჯი ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება უნდა იყოს, რომ იარაღის შემდგომი განვითარება არ მოხდეს. ეს პოტენციურად მის საწყისს ეტაპზე დაბრუნებას ნიშნავს, რათა ბირთვულმა პროგრამამ თავის განვითარების ლიმიტს არ გადააჭარბოს.

ჯეი კარნი: პირველი ეტაპი უკავშირდება ირანის ყველაზე წარმატებულ ბირთვულ საქმიანობას, რომ ამ კუთხით უფრო მეტი გამჭვირვალობა იყოს. მიზანია, რომ ირანმა არ შეძლოს მოლაპარაკებების პროცესით გადაფაროს საკუთარი ბირთვული იარაღის წარმოება. შეთანხმდეს დრო და სივრცე იმისათვის, რომ საყოველთაოდ მისაღებ შეთანხმებას მივაღწიოთ.

საპასუხოდ მოლაპარაკების პროცესში ჩართული ქვეყნები - ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი და გერმანია განიხილავენ „შეზღუდულ, მიზანმიმართულ და საპასუხო დახმარების პირობებს“, რომელიც არ მოახდენს გავლენას სანქციების ძირითად არქიტექტურაზე. შესაძლოა ამან თავად შექმნას ისეთი საფუძველი, რომ გამოყენებულ იქნას ისეთი მეთოდები, რომლის ამოქმედებაც და შეჩერებაც სწრაფად მოხდება, მაგალითისთვის ფინანსური სანქციები.

თუკი ირანი ვალდებულებებს ვერ შეასრულებს, ან ვერ დაამტკიცებს კონტროლს დაქვემდებარებული გზით, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდდამხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის არსებობს, სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება.

კარნიმ ასევე კონგრესის მხრიდან ზეწოლაზეც ისაუბრა. კანონ-პროექტი, რომელიც ერთ-ერთი რესპუბლიკელი სენატორისგან არის ინიცირებული, პრეზიდენტ ობამას ხელს შეუშლის ნებისმიერი სანქციის გამოუყენებლობაში, ვიდრე ირანი თავად არ შეწყვეტს ურანის გამდიდრებას.

კარნი აცხადებს, რომ კანონმდებლებმა უფლება უნდა მისცენ, რომ გაგრძელდეს პაუზის პერიოდი, რომელიც ირანთან მოლაპარაკებაში ჩართულ 5+1 ქვეყნებს საშუალებას მისცემს მოლაპარაკებების წარმოების პოტენციალი შეისწავლონ.
სენატის დემოკრატთა ლიდერმა ჰარი რიდმა საკვანძო კომიტეტებს ნება დართო რომ ახალი სანქციების პაკეტის მომზადება დაიწყონ, ოღონდ ამ საქმიანობას მხოლოდ მას შემდეგ შეუდგნენ, რაც ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებები დასრულდება.

რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულმა წარმომადგენელთა პალატამ გასული წლის ივლისში ახალი სანქციები დაამტკიცა. სენატმა, სადაც უმრავლესობას დემოკრატები წარმოადგენენ, პერსპექტივაში მსგავსი ქმედებების განხორციელება დღის წესრიგიდან მოხსნა.

ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ჟენევაში თუკი შეთანხმება შედგა, ეს ისტორიული მასშტაბის შეცდომა იქნება, რომელიც ირანს საშუალებას მისცემს ბირთვული იარაღის წარმოებისთვის თავისი პოტენციალი ისევ გამოიყენოს.

ჯეი კარნიმ თეთრი სახლის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა, რომ თეთრ სახლსა და ისრაელს შორის ირანის ბირთვული იარაღის წარმოებასთან დაკავშირებით სიახლე არ შეინიშნება.

ამ თემას ის მაშინ შეეხო, როდესაც ამერიკის ხმის კორესპონდენტმა იკითხა, დასჭირდება თუ არა ობამას ნეთანიაჰუს თანხმობა მანამდე, ვიდრე ირანთან დაკავშირებული რაიმე სახის შეთანხმება იქნება მიღწეული.

ჯეი კარნი: პრეზიდენტი მუდმივად საუბრობს პრემიერ ნეთანიაჰუსთან, და ეს კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება. „ჩემთვის ცნობილი არ არის, მათ შორის რაიმე დაგეგმილი დიალოგის შესახებ. ამ საკითხის გარშემო ისინი ხშირად საუბრობენ, კოლეგები ხშირად განიხილავენ ამ თემას. ამერიკა და ისრაელი ერთმანეთთან ძალიან ბევრ საკითხზე თანამშრომლობს, მათ შორის, ეს არის ისრაელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები და გამოწვევები ირანის საკითხზეც.

ირანი იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც თეთრ სახლში ბარაკ ობამამ და იქ მიწვეულმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკეინმა განიხილეს.
მაკეინი, კანონმდებლებს შორის ერთ-ერთია, რომელიც ირანზე ეკონომიკური სანქციების შერბილებით ზეწოლის შემსუბუქების
XS
SM
MD
LG