ჟენევაში ჯონ კერი და ჯავად ზარიფი ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა უმაღლეს კომისარს კეტრინ ეშტონს ხვდებიან. ამ ფონზე ევროკავშირის პრესცენტრის მდივანი აცხადებს , რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები სერიოზულ ფაზაში შევიდა.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ერთმანეთს სექტემბერში შეხვდნენ. ეს ირანის რევოლუციის შემდეგ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის პირველი სერიოზული მოლაპარაკება იყო. შეხვედრას მოჰყვა სატელეფონო საუბარი ბარაკ ობამასა დ ჰასან როჰანის შორის.
ოთხშაბათს ისრაელში ყოფნისას ჯონ კერიმ პრეზიდენტ შიმონ პერესს განუცხადა, რომ ირანის მიმართ ყურადღება გაძლიერებულია:
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ირანი საკუთარ ვალდებულებას გააცნობიერებს და დაანახებს მსოფლიოს, რომ მისი პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. ეს არ არის რთული. მსგავსი რამ სხვა ქვეყნებმაც გააკეთეს. ჩვენ გავითვალისწინებთ ჩვენი მეგობრების ინტერესებს და შევეცდებით ეს საკითხი ყურადღებით და სიფრთხილით მოვაგვაროთ.“