ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანსა და თურქეთს შორის ურთიერთობები დათბა


ეკონომიკური სანქციების მიუხედავად ირანსა და თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება

26 ნოემბერს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანში ჩადის. ყოფილ მოკავშირეების მხრიდან ეს ბოლო ნაბიჯია, რომ ისევ დაახლოვდნენ. ურთიერთობები სირიის სამოქალაქო ომის დროს დაიძაბა, თუმცა რეგიონში გაზრდილი რელიგიური დაძაბულობის გამო ორივე ქვეყანა მოწადინებულია რომ ურთიერთობები ისევ აღადგინონ. სტამბულიდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი დორიან ჯონსი მოგვითხრობს.

თურქეთი და ირანი, სირიის ომის საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთის საპირისპირო პოზიციებზე დგანან, თუმცა ურთიერთობების დათბობის თაობაზე გარკვეულ სიგნალს იძლევიან. ამბობენ, რომ მათ ერთნაირად აღელვებთ კონფლიქტის დროს გაზრდილი რელიგიური დაპირისპირებების ფონი და შეუძლიათ ითანამშრომლონ იმისთვის, რომ მეზობელ ქვეყანაში მშვიდობა დამყარდეს.

ბრუსელში კარნეგის ცენტრის მიწვეული სწავლული სინან ულგენი ამბობს, რომ ჰასან როჰანის ირანის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ურთიერთობების დასათბობად კარი გაიღო.

სინან ულგენი:მანამდე ბზარი არსებობდა. თუმცა ახლა ირანს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ანკარა ხედავს შესაძლებლობას და ცდილობს რომ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა დაამყაროს. ირანსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება. რეგიონალურ პრობლემებზე განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად მათ შორის სირიის საკითხის ჩათვლით, ეს პროცესი ჩანს, რომ მაინც სწორი მიმართულებით ვითარდება.

ნოემბრის დასაწყისში სტამბოლში შემდგარი შეხვედრის დროს, თურქეთის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირობა დადეს, რომ რეგიონში რელიგიური დაძაბულობის შესასუსტებლად ერთობლივად იმუშავებენ. ცოტა ხნის წინ ორივე ქვეყანამ ერთმანეთი შიიტ და სუნიტ მუსულმანებს შორის დაძაბულობის გაღვივებაში დაადანაშაულა.

როგორც სუნიტი ძალაუფლების ქვეყანა - თურქეთი და მისი ხელისუფლება, რომლის სათავეში ისლამისტური ფესვების მქონე სამართლიანობისა და განვითარების პარტიაა, ცოტა ხნის წინ სუნიტთა ინტერესების სასარგებლოდ საგარეო პოლიტიკის წარმართვაში დაადანაშაულეს. ირანი და მისი სასულიერო, შიიტური იერარქია ახლო აღმოსავლეთში შიიტური ისლამის გამავრცელებლები იყვნენ, მხარს უჭერდნენ ერაყის შიიტთა მთავრობას და ჰესბოლას - ლიბანის შიიტურ სამხედრო დაჯგუფებას.

მურატ ბილანი თურქეთში ყოფილი ელჩია, რომელიც ახლა თეზამის მოაზროვნეთა კლუბის წარმომადგენელია. მისი თქმით, ახალი დიალოგის დაწყების პარალელურად, ეჭვები გაიფანტება.

მურატ ბილანი: მათ ისევ აქვთ მეგობრული დიალოგი და ამ დისკუსიამ ორ ქვეყანას შორის რიტორიკა შეასუსტა. მათ ჰქონდათ სირთულე, თურქეთის ნდობასთან დაკავშირებით, რადგან თურქეთს რელიგიური დაპირისპირებების ჭრილიდან აფასებენ. სწორედ ასე განიხილავენ ისინი თურქეთის საგარეო პოლიტიკას.

ორმხრივი დაძაბულობის მიუხედავად, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის სფერო წარმატებით ვითარდება. თურქეთი ირანის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მომხმარებელია და ანკარამ მიანიშნა, რომ ბუნებრივი აირის მოხმარების გაზრდას აპირებს. თურქეთს ენერგიის რამდენიმე, საკუთარი წყარო გააჩნია.

ვაჭრობის მოცულობა ორ ქვეყანას შორის ირანის ბირთვული პროგრამის გამო თეირანის მიმართ მოქმედი საერთაშორისო სანქციების ფონზე მაინც იზრდება. დასავლეთის ქვეყნები ამტკიცებენ, რომ ირანში ბირთვული იარაღის განვითარება ხდება, თუმცა ირანი ბრალდებებს უარყოფს.

ამ კვირაში მორიგი, მოლაპარაკებათა რაუნდი შედგება ჟენევაში, სადაც ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი განიხილება. განახლებულ დიმპლომატიური მცდელობას მეორე ფაქტორი ახლავს, ეს არის ანკარა, მისი დაახლოვების სურვილი ირანთან, აცხადებს ულგენი.

სინან ულგენი: ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ახალი იმპულსი შეიქმნა, და როგორც ჩანს, არსებითი ცვლილებებიც მოყვება. თურქეთს არ სურს, რომ ამ პროცესისგან მთლიანად ჩამოცილებული იყოს. ეს კიდევ ერთი მიზეზია, საიმისოდ, რატომაც მიიღეს გადაწყვეტილება ირანთან დაახლოვების.

მოსალოდნელია რომ ეს ძალისხმევები უახლოეს თვეებში დაჩქარდება, როდესაც ირანის პრეზიდენტი თურქეთს ეწვევა, ხოლო თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანი ირანში ჩავა. თუმცა მიმომხილველები ამბობენ, რომ ორ ქვეყანას შორის ნებისმიერი ურთიერთკავშირის გაღრმავების მცდელობის დროს, მხარები გვერდს ვერ აუვლიან სირიის კონფლიქტს, და ცნობილ ფაქტს, რომ ირანი და თურქეთი იყვნენ და დარჩებიან ერთმანეთის რეგიონულ მოწინააღმდეგეებად.
XS
SM
MD
LG