ორ კვირაზე მეტია ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო აქციები იმართება. ბოლო ორი დღის განმავლობაში აქციის მონაწილეთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა ათობით შტატში აქციები გრძელდება.
რთული ვითარებაა ამ მხრივ ბოსტონში, სადაც აქციის მონაწილეების რადიკალური ფრთა კვლავ აგრძელებს შენობების დარბევას და მანქანების გადაწვას. აქციის მონაწილეთა ნაწილმა გუშინ ქრისტოფერ კოლუმბის ძეგლი დააზიანა, უფრო კონკრეტულად, მათ ძეგლს თავი მოამტვრიეს.
მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება, ხოლო ძეგლის რეაბილიტაციაზე ზრუნვა ქალაქის მერიამ დაიწყო.
შავკანიანი ჯორჯ ფლოიდი გუშინ დაკრძალეს, ხალხმრავალი აქციები ამერიკის 40-ზე მეტ ქალაქში შაბათ-კვირას გაიმართა და გასული დღეებისგან განსხვავებით ექსცესებს ადგილი არ ჰქონია.
სწორედ ამიტომ, პრეზიდენტმა ტრამპმა დედაქალაქიდან და ამერიკის 40-ზე მეტი ქალაქიდან ეროვნული გვარდიის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
Facebook Forum