ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ პოლიციის ბიუჯეტი არ შემცირდება


ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციის რეფორმის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები ამ დრომდე გრძელდება, 40-ზე მეტ ქალაქში გამოსვლები უკვე ორ კვირაზე მეტია გრძელდება.

ზოგიერთი შტატი ფიქრობს, რომ პოლიციელების ხელფასები შეამცირო, თუმცა პრეზიდენტი ტრამპი მკაფიოდ ამბობს, რომ ის შეინარჩუნებს შტატების პოლიციის განყოფილებების დაფინანსებას.

"არა, ჩვენი პოლიციის დემონტაჟი არ მოხდება,"- თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრ სახლში ფედერალურ და ადგილობრი სამართალდამცავების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს.

"ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ცუდი სამართალდამცავები არ გვყავს და ამისთვის ზომები უნდა მივიღოთ, 99 პროცენტი შესანიშნავი ადამიანი მუშაობს პოლიციაში და ძალიან კარგად ასრულებენ თავიანთ საქმეს,"- ამბობს პრეზიდენტი ტრამპი.

მას შემდეგ, რაც პოლიციელის ქმედებას, მინიეპოლისში 46 წლის ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალება მოჰყვა, ამერიკის შეერთებულ შტატებში საპროტესტო აქციები იმართება, სწორედ ამ პერიოდში აქციის მონაწილეების ნაწილი და დემოკრატთა ლიბერალური ფრთა პოლიციელთა ბიუჯეტის შემცირებას ითხოვს. სწორედ მათ უპასუხა პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრი სახლიდან, რომ სამართალდამცავთა ბიუჯეტი არ შემცირდება.

ორშაბათს, თეთრ სახლში განცხადება გაკეთდა, სადაც აღნიშნულია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს საკანონმდებლო პაკეტზე და განიხილავს სხვადასხვა წინადადებას, რათა მინიეპოლისში მომხდარი სხვა დროს თავიდან იქნას აცილებული.

კონგრესში კი დემოკრატებმა კანონპროექტზე დაიწყეს, მუშაობა რომლებიც საშუალებას მისცემს მსხვერპლს ან მის ოჯახის წევრებს მოითხოვონ მიღებული ზიანის ანაზღაურება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG