ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპროტეტსტო დემონსტრაციების ფონზე, აშშ-ის ოფიციალური პირები მოსახლეობას კოვიდ-19-ის საფრთხეს ახსენებენ


მსოფლიოს მასშტაბით, კოვიდ-19-ის შედეგად 403,000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის კორონავირუსის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, ვირუსი ჯამში შვიდ მილიონ ადამიანზე მეტს დაუდასტურდა.


შეერთებული შტატები კოვიდ-19-ის მსხვერპლის თვალსაზრისით, პირველ ადგილზეა. შემდეგ ადგილზე ბრაზილიაა, სადაც გარდაცვალების შემთხვევები ამერიკის მონაცემების ერთი მესამედია. მომდევნო ორ ადგილზე რუსეთი და შემდეგ, დიდი ბრიტანეთია.

მსხვერპლის მატებასთან ერთად, არის კარგი სიახლეებიც. მაგალითად, ახალი ზელანდია აცხადებს, რომ ქვეყანაში დაავადების გავრცელება შეჩერდა და ბოლო სამი დღის განმავლობაში იქ ახალი შემთხვევები არ დადასტურებულა.


შეერთებულ შტატებში ოფიციალური პირები, იმ ადამიანებს, რომლებიც საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილეობენ, მოუწოდებენ კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარონ. ამერიკის ყველა დიდ ქალაქში მასობრივი დემონსტრაციები გრძელდება. მომიტინგეები რასობრივ თანასწორობას და პოლიციის მხრიდან ძალაუფლების გადაჭარბების აღკვეთას მოითხოვენ.

ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ გამოაცხადა, რომ შტატის მასშტაბით დამატებით 15 კლინიკა ჩაატარებს კორონავირუსზე ადამიანების ტესტირებას შტატში კოვიდ-19-ის, სავარაუდო, ახალი ტალღის შესაჩერებლად.

მსგავსი განცხადებები გააკეთეს ატლანტის, სან-ფრანცისკოს და სიეტლის მერებმა და სხვა პოლიტიკურმა ლიდერებმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG