საბერძნეთი ტურიზმისა და ეკონომიკის გახსნისთვის ემზადება. ქვეყანა, დაახლოებით 10 მილიონ ტურისტს რამდენიმე სხვადასხვა ქვეყნიდან ელოდება. ეს ქვეყნის ეკონომიკის გადასარჩენად აუცილებელი ნაბიჯია. თუმცა, ჯანდაცვის ექპსერტები შიშობენ, რომ ტურიზმის აღდგენამ, შესაძლოა, ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა გამოიწვიოს.
ჯანდაცვის ექსპერტები, განსაკუთრებით, მას შემდეგ შეშფოთდნენ, რაც დოჰადან განხორციელებული ფრენის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში ვირუსის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაძლოა, ეს რიცხვი დიდი არ იყოს, თუმცა, იმასთან შედარებით, რომ საბერძნეთში უკვე კვირების განმავლობაში, ინფექციების რაოდენობა ნულს უტოლდება, ეს მონაცემი ჯანდაცვის ექპსერტებს აშინებს.
კორონავირუსის განმეორებითი ტალღის შიშს ამძაფრებს ისიც, რომ საბერძნეთის ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაციის მიხედვით, ბოლო 10 დღეში ქვეყნის საზღვრებს გარედან შემოტანილი კორონავირუსის შემთხვევები 36%-ით გაიზარდა. ეს მონაცემი, თითქმის, ორჯერ მეტია იმაზე, ვიდრე ქვეყანას აქამდე ჰქონია.
მიუხედავად ასეთი სიტუაცისაა, ოფიციალური პირები ათენში ამბობენ, რომ ქვეყნის ტურიზმის გახსნა გაგრძელდება და 15 ივნისს ქვეყნის საზღვარი ტურისტების ღია იქნება. საბერძნეთში ისეთი ქვეყნებიდან შეუშვებენ ტურისტებს, სადაც კორონავირუსის მაჩვენებლი დაბალია.
Facebook Forum