ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პორტლენდის პოლიციის შეფი საპროტესტო აქციების შემდეგ გადადგა


აქცია პორტლანდში
აქცია პორტლანდში

ორშაბათს პორტლენდში, ორეგონის შტატის ყველაზე დიდ ქალაქში, პოლიციის შეფი გადადგა. ჯეიმი რეში პოსტზე სულ 6 თვის დანიშნული იყო, მაგრამ საყოველთაო კრიტიკის საგანი გახდა, რადგან კარგად ვერ გაართვა თავი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებს.

პორტლენდის პოლიციას დემონსტრანტების წინააღმდეგ არასათანადო მეთოდების გამოყენებაში ადანაშაულებენ. ქალაქის ცენტრში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები გასული კვირის განმავლობაში დაპირისპირებით დასრულდა. პოლიციამ წიწაკის აეროზოლთან ერთად, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და ათეულობით აქციის მონაწილე დააკავა. ქალაქის მოსახლეობა ითხოვს, შეწყდეს ცრემლსადენი გაზის დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენება.

პორტლანდი, 31 მაისი
პორტლანდი, 31 მაისი

"მოულოდნელი იყო-თქო რომ ვთქვა, თავშეკავებული შეფასება იქნებოდა" - განაცხადა პრესკონფერენციაზე პოლიციის ახალმა ხელმძღვანელმა ჩაკ ლოველმა, რომელიც ფერადკანიანია. "ეს პატივია. მე მოგისმენთ. მე ვიზრუნებ ჩვენს საზოგადოებაზე" - თქვა მან.

ჩაკ ლოველი "ზუსტად და სწორად შერჩეული ადამიანია, ზუსტ და სწორ მომენტში" - აცხადებს ჯეიმი რეში. ყოფილი შეფი კი პოლიციის დეპარტამენტში რჩება, ოღონდ სხვა როლში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG