ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესში პოლიციის რეფორმირების წინადადებებზე იმსჯელებენ


კონგრესის ემანსიპაციის დარბაზში, დემოკრატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას.
კონგრესის ემანსიპაციის დარბაზში, დემოკრატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას.

შეერთებული შტატების კონგრესში დღეს პოლიციის რეფორმის რამდენიმე ვერსიას განიხილავენ. ადგილობრივი მთავრობები კი პოლიციაში ძალადობის აღმოფხვრაზე და შეთავაზებულ საბიუჯეტო ცვლილებებზე, მათ შორის - სოციალური დახმარების და განათლების პროგრამების მეტად დაფინანსებაზე - მსჯელობენ.

წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტში ოფიციალურ პირებთან ერთად, დღეს ჯორჯ ფლოიდის ძმას, ფილონისს მოუსმენენ. ჯორჯ ფლოიდი დაკავებისთანავე გარდაიცვალა და პოლიციელს მკვლელობის მუხლი აქვს წაყენებული. დაკავების მომენტში გადაღებულმა ვიდეომ მთელი ამერიკის და მსოფლიო მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია, რომელზეც რასიზმს და პოლიციის ძალადობას აპროტესტებენ.

წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა კანომდებლებმა რეფორმების პაკეტი შეიმუშავეს, რომელიც სხვა ზომებთან ერთად, პოლიციის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივრების შეტანის პროცესს გააადვილებს. კანონპროექტისთვის კენჭისყრა ამ თვის განმავლობაში იგეგმება.

რეფორმის პაკეტზე რესპუბლიკელებიც მუშაობენ. სენატმა საქმის სათავეში სენატორი ტიმ სკოტი ჩააყენა. პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტებს სენატის იურიდიული კომიტეტი მომავალ კვირაში განიხილავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG