თალიბანი აცხადებს, რომ დახურავს ყველა ეროვნულ და უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციას ავღანეთში, სადაც ქალები მუშაობენ. ორი წლის წინ, თალიბანის წარმომადგენლებმა არასამთავრობოებს მოსთხოვებს შეეჩერებინათ ავღანელი ქალების დასაქმება. მაშინ ამბობდნენ, რომ მიზეზი ის იყო, თითქოს ისინი არასწორად ატარებდნენ თავსაბურავს.
"X"-ზე კვირას ღამით გამოქვეყნებულ წერილში, ეკონომიკის სამინისტრომ გააფრთხილება გაავრცელა, რომ უახლესი ბრძანების შეუსრულებლობა გამოიწვევს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ავღანეთში საქმიანობის ლიცენზიის დაკარგვას.
სამინისტრომ განაცხადა, რომ პასუხისმგებელია ეროვნული და უცხოური ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ყველა აქტივობის რეგისტრაციაზე, კოორდინაციაზე, ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობაზე.
წერილში ნათქვამია, რომ მთავრობამ კიდევ ერთხელ გასცა ბრძანება თალიბანის მიერ არაკონტროლირებად დაწესებულებებში ქალთა მუშაობის აკრძალვის შესახებ.
ეს არის თალიბანის ერთ-ერთი ბოლო მცდელობა გააკონტროლოს, ან ჩაერიოს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში.
გაეროს უშიშროების საბჭომ, თვის დასაწყისში გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბევრ ქალს სოციალურ მუშაკს აღარ აძლევდნენ ჰუმანიტარულ ორგანიზაცებში მუშაობის უფლებას მაშინ, როდესაც მათი სამუშაო მოცულობა, ან მოთხოვნა მათ საქმიანობაზე არ შემცირებულა.
თალიბანი უარყოფს, რომ მისი ხელისუფლება საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუშაობაში ერევა.