ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"სიმართლის მომენტი" სირიაში - გაერო მოლაპარაკების ახალ რაუნდს ხსნის


ალეპო, სირია
ალეპო, სირია

ახლახან მომხდარი ძალადობის ფაქტების მიუხედავად, გაეროს წარმომადგენელი სირიაში სტეფან დე მისტურა ფიქრობს, რომ სირიაში "სიმართლის მომენტი" დგება. გაერო დღეს მოლაპარაკების ახალ რაუნდს ხსნის, რომლის მიზანია სირიაში თითქმის შვიდწლიანი სამოქალაქო ომის დასრულება.

ეს გაეროს ორგანიზებით ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებების რიგით მე-8 რაუნდია. 2012 წელს დაწყებულმა სამშვიდობო პროცესმა ჯერჯერობით შედეგი ვერ მოიტანა, რადგან სირიის მთავრობას და ამბოხებულთა დელეგაციებს შორის რამდენიმე საკითხზე პრინციპული უთანხმოებაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG