ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი გადაიდო


სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომელიც 8 თებერვალს ჟენევაში უნდა გამართულიყო, გადაიდო.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელი სირიის საკითხებში სტეფან დე მისტურა ამბობს, რომ დათქმულ დრომდე ოპოზიციის დელეგაცია წარმოამდგენლობაზე ვერ შეთანხმდა და შეხვედრა სწორედ ამიტომ ვერ გაიმართა. თუმცა მისივე განცხადებით, ის თავად შეეცდება შეადგინოს მოლაპარაკებებში მონაწილეთა სია. მისტურა პირობას დებს, ეს სია მაქსიმალურად წარმომადგენლობითი იქნება.

იანვარში ყაზახეთში გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში სირიის მთავრობისა და შეიარაღებული ოპოზიციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ეს რაუნდი იმ შედეგით დასრულდა, რომ რუსეთი, თურქეთი და ირანი დეკემბერში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების მონიტორინგზე შეთანხმდნენ.
გაეროს უსაფრთხოების საბჭოს განცხადებით, ყაზახეთში გამართული მოლაპარაკებები სირიის 6-წლიანი კონფლიქტის მოსაგვარებლად წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.

XS
SM
MD
LG