ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰუმანიტარული ორგანიზაციები ლტოლვილებს სირიაში დაბრუნებას არ ურჩევენ


ჰუმანიტარული დახმარების სააგენტოები ლტოლვილებს ურჩევენ სირიაში ნაადრევად არ დაბრუნდნენ

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, ამ წლის პირველ 7 თვეში, 600 ათასზე მეტი იძულებით ადგილნაცვალი სირიელი საკუთარ საცხოვრებელს დაუბრუნდა. ეს თითქმის იგივე რაოდენობაა , რაც მთელი 2016 წლის განმავლობაში. დაბრუნება ხშირ შემთხვევებში დაუგეგმავად ხდება და ყოველთვის ნებაყოფლობითი და უსაფრთხო არ არის.

ანგარიშში ნათქვამია, რომ დაბრუნებულთა უმრავლესობა, 84 პროცენტი, ქვეყნის შიგნით გადაადგილებული პირია, 16 პროცენტი კი თურქეთიდან, ლიბანიდან, იორდანიიდან და ერაყიდან დაბრუნებული ლტოლვილია.

მიგრაციის ორგანიზაციის პრეს-მდივანმა თქვა, რომ ჰუმანიტარული ორგანიზაციების აზრით, სირიაში ორგანიზებულად დაბრუნების ვარიანტი ჯერ-ჯერობით არ არსებობს. სირია უსაფრთხო ადგილი არ არის და ბევრი ადგილი, სადაც ადამიანები ბრუნდებიან, ძირითადი მომსახურების უზრუნველსაყოფად აღჭურვილი არ არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG