სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯა-ინი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგის წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ მომავალ კვირას დანიშნულ სამიტზე, არამედ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ უნის და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრაზე, რომელიც სამიტის შემდეგ უნდა გაიმართოს.
მუნი აცხადებს, რომ ხედავს მშვიდობის შეთანხმების პოტენციალს თუკი ამაში საერთაშორისო საზოგადოება ჩაერთვება და ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკას ბირთვული პროგრამის სანაცვლოდ დაეხმარება.
სამხრეთ კორეის ლიდერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ტრამპმა დაადასტურა, რომ დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი მაიკ პომპეო გასულ კვირას ფხენიანში საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ უნს შეხვდა.
პრეზიდენტის თქმით, შეხვედრამ კარგად ჩაიარა და “კარგი ურთიეთობაც დამყარდა.” “ბირთვული განიარაღება მსოფლიოსთვის კარგი იქნება, მაგრამ ეს ჩრდილოეთ კორეისთვისაც კარგი იქნება,” თქვა პრეზიდენტმა “ტვიტერზე.”
პრეზიდენტ ტრამპს სამიტის ორგანიზებისთვის და მისი "გამბედაობისთვის" გუშინ მადლობა გადაუხადა ფლორიდაში ვიზიტით მყოფმა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შონზო აბემ.
ტრამპის თქმით, გამომდინარე იქიდან, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, “შეხვედრა, სავარაუდოდ, ივნისში, ან მანამდე შედგება.
Facebook Forum