შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი მაიკ პომპეო გასულ კვირას ფხენიანში საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ უნს შეხვდა.
პრეზიდენტის თქმით, შეხვედრამ კარგად ჩაიარა და “კარგი ურთიეთობაც დამყარდა.” “ბირთვული განიარაღება მსოფლიოსთვის კარგი იქნება, მაგრამ ეს ჩრდილოეთ კორეისთვისაც კარგი იქნება,” თქვა პრეზიდენტმა “ტვიტერზე.”
პრეზიდენტმა მომპეოსა და კიმის შეხვედრის დეტალები არ გაასაჯაროა.
იაპონიის პერმიერ-მინისტრმა შინზო აბემ, რომელიც ფლორიდაში ტრამპს სტუმრობს, პრეზიდენტი შეაქო იმისთვის, რომ ის მზადაა კიმ ჩენ უნს შეხვდეს და დასძინა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა “სიმამაცეს” მოითხოვდა.
ტრამპის თქმით, გამომდინარე იქიდან, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, “შეხვედრა, სავარაუდოდ, ივნისში, ან მანამდე შედგება. ასევე შეიძლება ყველაფერი კარგად არ წავიდეს და შეხვედრა არ შედგეს.”
Facebook Forum