ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის პირველი დიპლომატის დამტკიცების პროცედურა დღეს დაიწყო


პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილ, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილ დირექტორ მაიკ პომპეოს, თანამდებობაზე დამტკიცების პროცედურა სენატში დღეს დაიწყო. ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრების შეკითხვებს გასცემს პასუხს და სავარაუდოდ, რუსეთის მიმართ უფრო მკაცრ კურსს გაუსვამს ხაზს.

პომპეოს წერილობითი განცხადების ამონარიდის თანახმად, სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტს ის ეტყვის, რომ „რუსეთი აგრესიულ ქცევას აგრძელებს, რომელიც წლების განმავლობაში, მისი აგრესიის მიმართ რბილი მიდგომით არის განპირობებული.“

დღევანდელი დისკუსიის თემა, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეა და ირანიც იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG