ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის, აპრილის ბოლოს დაგეგმილი, ორი ქვეყნის ლიდერთა სამიტისთვის მოსამზადებელი მოლაპარაკებები გაიმართა. სამუშაო ჯგუფები ერთმანეთს სასაზღვრო სოფელ პანმუნჯომში შეხვდა უსაფრთხოების, პროტოკოლის და მედიის გაშუქების საკითხების განსახილველად.
სამიტი 27 აპრილს გაიმართება საერთაშორისო მცდელობის კვალდაკვალ, შეზღუდონ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ისინი მოლაპარაკებების შინაარს საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე არ გაახმაურებენ. ოფიციალური სეულის თქმით, შეხვედრა ბირთვულ განიარაღებას შეეხება, თუმცა ეს ინფორმაცია ფხენიანს ჯერ არ დაუდასტურებია.
Facebook Forum