ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები 27 აპრილს შეხვდებიან 


ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები ისტორიულ ორმხრივ შეხვედრას 27 აპრილს გამართავენ.

ამ ისტორიული შეხვედრის თარიღი ხუთშაბათს გადაწყდა ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის დემილიტარიზებულ ზონაში, სასაზღვრო სოფელ პანმუნჯონში შეხვედრისას. კორეის გაყოფის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერები მხოლოდ ორჯერ შეხვდნენ, პირველად 2000 წელს და მეორედ - 2007 წელს.

კორეელი ლიდერების შეხვედრის შესახებ შეთანხმება კიმ ჩენ უნის ჩინეთში მოულოდნელი ვიზიტიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ შედგა. ეს მისი პირველი საერთაშორისო ვიზიტი იყო 2011 წლის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც მისი მამა, კიმ ჩენ მეორე გარდაიცვალა და კიმ ჩენ უნმა მისი ადგილი დაიკავა.

ოფიციალური ჩინეთი აცხადებს, რომ კიმ ჩენ უნი მზადაა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლებისთვის და ასევე ადასტურებს, რომ მზადაა ჩაერთოს მოლაპარაკებებში როგორც სამხრეთ კორეასთან, ისე შეერთებულ შტატებთან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG