ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეას ფრთხილი ოპტიმიზმით აკვირდებიან


ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ყველასგან მოულოდნელად, ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ უნის მოწვევა მიიღო და განაცხადა, რომ მზად არის მას მაისამდე შეხვდეს. ორი ქვეყნის ლიდერების მოლაპარაკების თემა ფხენიანის ბალისტიკური და ბირთვული სარაკეტო პროგრამებია, რომელთა შეჩერების წინადადებას შეერთებული შტატები სკეპტიციზმის და ფრთხილი ოპტიმიზმის ნაზავით უყურებს.

შეხვედრაზე შეთანხმების თაობაზე ინფორმაცია სამხრეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში გაავრცელა. სამხრეთ კორეის უსაფრთხოების ოფისის მაღალჩინოსნები პრეზიდენტ ტრამპთან შესახვედრად ვაშინგტონში ჩამოვიდნენ და მას ფხენიანში მიღწეული პროგრესის შესახებ ესაუბრნენ.

სამხრეთ კორეის დიპლომატიური დელეგაციის შეხვედრა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან ორშაბათს შედგა. სწორედ მაშინ გავრცელდა პირველი ცნობა იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთ კორეა მზად არის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკება ბირთვული განიარაღების თაობაზე გამართოს და მოლაპარაკების პერიოდში ბირთვული რაკეტების ყველა გამოცდა შეაჩეროს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG