ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანი ბირთვული განიარაღების მზაობას გამოთქვამს


ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიუხედავად „შესაძლო პროგრესისა“ ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობაში, ფხენიანის მხრიდან გაკეთებული პოზიტიურმა სვლამ შესაძლოა „ცრუ იმედები“ გააჩინოს. დღეს, ტვიტერზე ტრამპმა დაწერა, რომ „პირველად დიდი ხნის მანძილზე, ეს სერიოზული მცდელობაა ჩართული მხარეებისგან“, - თქვა მან. „მსოფლიო უყურებს და ელოდება! შესაძლოა ეს ცრუ იმედია, თუმცა ამერიკა მზადაა ნებისმიერი მიმართულებით მტკიცედ წასასვლელად“, - თქვა მან.

სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირების განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის მხარე ამბობს, რომ ბირთვული პროგრამის შეჩერება შესაძლებელია, თუ ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო საფრთხე აღარ იარსებებს. ფხენიანმა ასევე მიანიშნა, რომ მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებს ესაუბროს.

„ჩრდილოეთ კორეის მხარემ კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული განიარაღების მზაობა გამოთქვა, და განაცხადა, რომ ბირთვული იარაღი საჭირო არ არის, თუ რეჟიმის უსაფრთხოება გარანტირებული იქნება და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო საფრთხე გაქრება“, - თქვა სამხრეთ კორეის წარმომადგენელმა, ჩუნგ ეუი-იონგმა.

ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც სამხრეთ კორეის დელეგაციის ორდღიანი ვიზიტი ჩრდილოთ კორეაში დასრულდა. თუმცა სეულის განცხადება ფხენიანს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. თუ განცხადება მართალია, ეს ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებების პროცესში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება. გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან თუმცა უარი თქვა ამისთვის წინაპირობების შესრულებაზე. ამერიკა მოლაპარაკებების დაწყებამდე ფხენიანისგან ბირთვული პროგრამის დასრულებას ითხოვდა.

უკანასკნელი ორი წლის მანძილზე ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე საშუალო და გრელი რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ფხენიანის მიზანი ბირთვული კონტინენტშორისი რაკეტის შექმნაა, რომელიც შეერთებული შტატების ქალაქებამდე მიაღწევს.

ტრამპის ადმინისტრაცია საერთაშორისო მოლაპარაკებებს აწარმოებს ფხენიანზე ზეწოლის განხორციელებისთვის. ამერიკამ ფხენიანს დამატებითი სანქციები დაუწესა და დააწესა აკრძალვა ჩრდილოეთ კორეის მიერ წარმოებულ ქვანახშირზე, ფოლადზე, ტანსაცმელსა და ზღვის პროდუქტეზე. ტრამპის ადმინისტრაციამ ასევე განაცხადა, რომ მზად არიან გამოიყენონ სამხედრო ძალა, რათა ბირთვული საფრთხე თავიდან იყოს აცილებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG