ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეა ჩრდილოეთთნ მოლაპარაკებებში ჩინეთის როლზე საუბრობს


ორშაბათს, სამხრეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჩინეთისადმი მადლიერება გამოთქვა მისი როლის გამო, რომელიც ბირთვული განიარაღების საკითხზე ახალი მოლაპარაკებების მისაღწევად, ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლაში დახმარებით გამოიხატა.

ჩინეთის საგარეო პოლიტიკის უმაღლეს მრჩეველ, იანგ ჯიეჩისთან ჩანგ იუ-იანგის შეხვედრა, გასულ კვირაში გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რომლითაც შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ, კიმ ჯონ უნს შორის დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

იანგმა კიდევ ერთხელ გააჟღერა ჩინეთის პოზიცია, რომ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება და პრობლემის დიალოგის გზით გადაწყვეტა სურს.

კვირას, შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა პირობა დადეს, რომ უმაღლესი დონის შეხვედრამდე, ჩრდილოეთ კორეას არავითარ დათმობებს არ გაუწევენ და მასზე წნეხს შეინარჩუნებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG