ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს 24 წლიანი პატიმრობა მიესაჯა


სამხრეთ კორეის სასამართლომ, ყოფილი პრეზიდენტი პარკ გეუნ-იე კორუფციაში და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ სცნო და 24 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ეროვნული ტელევიზიის ეთერში გადაცემული განაჩენით, სეულის ცენტრალურმა საოლქო სასამართლომ პარკს პატიმრობა მექრთამეობისთვის, გამოძალვისთვის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის მიუსაჯა.

პატიმრობასთან ერთად, პარკს 16 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდაც დაეკისრა. სამხრეთ კორეის ყოფილ ლიდერს აპელაციისთვის ერთი კვირა აქვს. პარკი თავს უდანაშაულოდ აცხადებდა და ამბობდა, რომ ის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი გახდა. პროკურორები 30 წლიან პატიმრობას ითხოვდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG