საუდის არაბეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა პარასკევს ჟურნალისტებს ის ადგილი დაათვალიერებინეს, რომელზეც გასულ კვირაში თავდასხმა მოხდა. ნავთობგადამამუშავებელ ობიექტზე დრონით განხორციელებულ თავდასხმაში ვაშინგტონი და რიადი ირანს ადანაშაულებენ. თეირანი კი ამბობს, რომ თუ ამ ბრალდებებით მის წინააღმდეგ ქმედებები დაიწყება, ირანი აუცილებლად გადადგამს საპასუხო ნაბიჯებს.
საუდის არაბეთის სამეფო 14 სექტემბერს ხურაისისა და აბქაიქის ობიექტებზე მომხდარ თავდასხმას სპარსეთის ყურის ნავთობ ინფრასტრუქტურაზე ყველაზე საშინელ თავდასხმად მიიჩნევს მას შემდეგ, რაც ერაყის მმართველმა, სადამ ჰუსეინმა ქუვეითის ნავთობის საბადოები გადაწვა 1991 წელს.
ირანი თავდასხმასთან კავშირს უარყოფს. პასუხისმგებლობა ჰუთმა მებრძოლებმა აიღეს იემენში, რომელთაც ირანი უჭერს მხარდ საუდის არაბეთის წინააღმდეგ თითქმის 4-წლიან კონფლიქტში.
ჟურნალისტებდა ხურაისის ობიექტზე აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერეს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ობიექტზე 4 რაკეტა ჩამოვარდა, დამწვარია სტაბილიზატორები, ნაგებობის სვეტები, მილსადენები და ა.შ.
Facebook Forum