შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ამერიკული ძალები „სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია“ იმისთვის, რომ საუდის არაბეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობის საბადოზე განხორციელებულ თავდასხმას პასუხი გასცეს.
ტრამპმა „ტვიტერით“ გამოაქვეყნა განცხადენა, რომ „არსებობს მიზეზი გვჯეროდეს, რომ ვიცით ვინ არის დამნაშავე.“ მან იქვე დაამატა, რომ სურს საუდის არაბეთის მხარისგან გაიგოს, თუ ვინ მიაჩნიათ დამნაშავედ და „რა პირობებით უნდა გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები.“
უფრო ადრე, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „ირანმა მსოფლიოს ენერგომომარაგების წინააღმდეგ უმაგალითო თავდასხმა დაიწყო.“ მან უგულებელყო იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთი მეამბოხეების განცხადება, რომლითაც თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს.
ირანი „სიცრუეს“ უწოდებს ბრალდებებს, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი ირანია.
საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ თავდასხმის დროს არავინ დაღუპულა ან დაშავებულა. ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ზუსტად დამიზნებული თავდასხმა შესაძლოა ირანის ან ერაყის ტერიტორიიდან ფრთოსანი რაკეტებით მოხდა.
საუდის არაბეთიდან ნავთობის დღიური 5.7 მილიონი ბარელის მიწოდება სერიოზულად შეფერხდა, ეს კი მსოფლიოში ნავთობის მოპოვების დაახლოებით 6 პროცენტია.
Facebook Forum