ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტანკერის დაკავებაზე რეაგირებას ირანი, სავარაუდოდ, ჰორმუზის სრუტეში მოახდენს


ვაშინგტონსა და თეირანს შორის არსებულ დაპირისპირებას კიდევ ერთი ფაქტორი დაემატა. გიბრალტარის სანაპიროსთან სუპერ-ტანკერი დააკავეს, რომელზეც ორი მილიონი ბარელი კონტრაბანდული, სავარაუდოდ, ირანული ნავთობი იყო დატვირთული.

ირანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დიდი ბრიტანეთის საზღვაო ქვეითების მიერ გემის დაკავება, რომელიც სირიისკენ მიემართებოდა, ამერიკის თხოვნით მოხდა. ტანკერის დაკავების ამბავს ამერიკის პრეზიდენტის ეროვნული უშიშროების მრჩეველი ჯონ ბოლტონი სწრაფად გამოეხმაურა.

„ძალიან კარგი ახალი ამბავი: დიდმა ბრიტანეთმა სუპერ-ტანკერი „გრეის 1“ დააკავა, რომელიც ირანული ნავთობით იყო დატვირთული და სირიისკენ მიდიოდა. ეს ევროკავშირის სანქციების დარღვევაა,“ დაწერა ბოლტონმა „ტვიტერზე.“ მან ასევე დასძინა, რომ „ამერიკა და ჩვენი პარტნიორები გააგრძელებენ თეირანისა და დამასკოს რეჟიმების მიერ ამ უკანონო ვაჭრობით შემოსავლის მიღების პრევენციას.“

დასავლელი დიპლომატები ირანის რეაქციისთვის ემზადებიან, რაც სავარაუდოდ, ჰორმუზის სრუტეში მოხდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG