ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანი: ვენა ბოლო შანსია ბირთვული აკორდის გადასარჩენად


დღეს, ავსტრიის დედაქალაქში, მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი ქვეყნის და ირანის ოფიციალური პირების შეხვედრა იმართება. რეგულარულ, კვარტალში ერთხელ მიმდინარე მოლაპარაკებაზე, ერთობლივი კომისია ირანთან დადებულ 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაზე მსჯელობს, რომელსაც ბირთვულ აკორდსაც უწოდებენ.

შეხვედრაში ირანთან ერთად, მონაწილეობენ: საფრანგეთის, გერმანიის, ბრიტანეთის, რუსეთის, ჩინეთის და ევროპის კავშირის წარმომადგენლები. თეირანი აცხადებს, რომ ვენაში, ბირთვული შეთანხმების დარჩენილ წევრებთან შეხვედრა, შეთანხმების გადარჩენის "ბოლო შანსია".

შეერთებულმა შტატებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით, საერთაშორისო ხელშეკრულება გასულ წელს დატოვა. ახლახან, ვაშინგტონმა თეირანს დამატებითი ეკონომიკური სანქციებიც დაუწესა, რომელშიც ქვეყნის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეიც მოჰყვა.

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც ამერიკამ რეგიონში ავიამზიდი გააგზავნა. ამას გარდა, შეერთებულმა შტატებმა იქ ახალი საჯარისო ნაწილებიც გააგზავნა, რომელიც იქ უკვე მყოფ, ათობით ათას ჯარისკაცს დაემატა. ვაშინგტონი ამ ნაბიჯს ირანიდან მომავალი გაზრდილი საფრთხით ხსნის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG