ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონის ახალი ხელმძღვანელი მოკავშირეებს ირანზე ესაუბრა


აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა მარკ ესპერმა ნატოს მოკავშირეებს მოუწოდა ირანის საკითხზე დებატები საერთაშორისო ფორმატში აწარმოონ, მაშინ, როცა სპარსეთის ყურეში დაძაბულობა იზრდება.

ესპერის განცხადებით, მოკავშირეებმა ირანის მოქმედებები, საჭიროების შემთხვევაში, უნდა დაგმონ და მონაწილეობა მიიღონ სტრატეგიულ განხილვებში ჰორმუზის სრუტის უკეთ სამართავად. ესპერმა, მოკავშირეებს, აქვე სთხოვა დიპლომატიური გზები განავითარონ ირანთან, სამხედრო კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კი თავის მხრივ განაცხადა, რომ „მოკავშირეები მხარს უჭერენ ირანთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ გადადგმულ ძალისხმევას.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG