ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საუდის არაბეთში მიემგზავრება, რათა ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმის შესაძლო საპასუხო გზები განიხილოს. ამერიკულ მხარეს მიაჩნია, რომ თავდასხმა ირანიდან განხორციელდა.
ირანის სახელმწიფო მედია, საინფორმაციო სააგენტო "ირნა" აცხადებს, რომ ირანმა ამერიკას უკვე გაუგზავნა დიპლომატიური ნოტა, რომელშიც ის უარყოფს ამ თავდასხმაში მონაწილეობას და აფრთხილებს აშშ-ს, რომ თუკი რაიმე ტიპის ქმედებები იქნება ირანის წინააღმდეგ განხორციელებული, ქვეყანა საპასუხო ზომებს მიმართავს.
იემენელმა ჰუთების მეამბოხეებმა, რომელთაც მხარს ირანი უჭერს, შაბათს განხორციელებულ თავდასხმაზე უკვე აიღეს პასუხისმგებლობა. საუდის არაბეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტზე მომხდარმა ამ თავდასხმამ ქვეყნის ნავთობის წარმოების თითქმის ნახევარს მიაყენა ზიანი. თუმცა ამერიკული მხარე აცხადებს, რომ სამუშაო ვერსიის თანახმად, ეს თავდასხმა არ შეიძლებოდ ამომხდარიყო იემენიდან ან ერაყიდან.
Facebook Forum