აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგი პარასკევს გაკეთებული ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოში სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. მას ორი ავთვისებიანი წანაზარდი ამოაჭრეს ფილტვიდან.
უზენაესი სასამართლო მორიგი საქმის განხილვას 7 იანვარს გეგმავს. გინსბურგი, წარსულში თორმეტგოჯა ნაწლავის და პანკრეასის კიბოს დიაგნოზით გადიოდა მკურნალობას, მაგრამ მას არც ერთი სასამართლო სხდომა არ გამოუტოვებია.
85 წლის მსაჯული უხუცესია ლიბერალური ფრთის მოსამართლეებს შორის. იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ 1993 წლიდან მსახურობს.
Facebook Forum