ამერიკის უზენაესი სასამართლო აცხადებს, რომ ამერიკის პრეზიდენტის აღმასრულებელ ბრძანებას განიხილავს, რომელიც ექვსი, ძირითადად მუსლიმი, ქვეყნიდან ამერიკაში ადამიანების შემოსვლას კრძალავს. ამასობაში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანების ნაწილი შესაძლოა ძალაში შევიდეს.
ბრძანება მერილენდის და ჰავაის ფედერალურმა სასამართლოებმა ცოტა ხნის წინ დროებით შეაჩერა. ორივე გადაწყვეტილება, გასაჩივრების შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.
უზენაესმა სასამართლომ ნაწილობრივ დაუშვა ტრამპის აკრძალვა, თუმცა განაცხადა, რომ „უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ დამაჯერებელი და ნამდვილი ურთიერთობა ამერიკაში მცხოვრებ პირთან ან კომპანიასთან“, ეს შეზღუდვა არ უნდა შეეხოს.
სასამართლო "დამაჯერებელ" ურთიერთობას განსაზღვრას სხვადასხვა შემთხვევისთვის, იქნება ეს ინდივიდუალური, ოჯახობრივი, სტუდენტური, სამუშაო, თუ სხვა სახის.
ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აღმასრულებელი ბრძანება ძალაში ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 72 საათში შევა ძალაში.
უმაღლესი სასამართლო, აღნიშნულ საკითხს სექტემბერში განიხილავს თუ ის იმ დროისთვის ისევ სადავო თემა იქნა.
ტრამპის საიმიგრაციო ბრძანება ლიბიიდან, ირანიდან, სომალიდან, სუდანიდან, სირიიდან და იემენიდან მოგზაურობის აკრძალვას გულისხმობს 90 დღის განმავლობაში და აჩერებს ქვეყნის მიერ ლტოლვითა მიღების პროგრამას. მთავრობის განცხადებით, აღნიშნული აკძალვა მათ მიერ უსაფრთხოების ზომების გადახედვის და ქვეყნის საგარეო საფრთხისგან დაცვის მიზნით არის საჭირო.
Facebook Forum