ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლო დატოვა


რადიო თავისუფლების ფოტო
რადიო თავისუფლების ფოტო

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადება გვენეტაძემ დღეს გაავრცელა და მიზეზად “ჯანმრთელობის მდგომარეობა" დაასახელა.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ თანამდებობის დატოვება კითხვებს აჩენს. "მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობაზე ყოფნის 3 წლიან პერიოდში ნინო გვენეტაძე არასაკმარისად რეაგირებდა სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, მაინც ცხადი იყო მასსა და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლებს შორის არსებული დაპირისპირება", ნათქვამია ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

გვენეტაძის გადადგომას პრეზიდენტი მარგველაშვილი გამოეხმაურა, მისი თქმით, როდესაც ქვეყნის პირველი მოსამართლე ამბობს, რომ ის ძალადობის მსხვერპლია, მნიშვნელოვანია მისი გადადგომაც არ იყოს მიჩქმალული, როგორც ბევრი პოლიტიკური მოვლენა.

"სასამართლოს სისტემის გაჯანსაღება და ვითარების შეცვლა ჩვენი დემოკრატიისთვის უმინშვნელოვანესი გამოწვევაა, ორმელსაც ჩვენ ან ვუპასუხებთ, ან დავრჩებით მანკიერ წრეზე, რომელმაც არაერთი პრობლემა შუექმნა ჩვენი ქვეყნს ქვეყანას” – ამბობს მარგველაშვილი.

პრეზიდენტის განცხადებით, აქედან გამომდინარე, ორშაბათიდან დაიწყებს კონსულტაციებს გენეტაძის შემცვლელის მოსაძებნად. მარგველაშვილი მოუწოდებს ყველა იმ პირს, რომელსაც სასამართლო სისტემის გაჯანსაღება სურს, ამ პროცესში ჩაერთონ.

ნინო გვენეტაძე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაასახელა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად და პარლამენტმა 2015 წლის 20 მარტს დაამტკიცა. იგი სასამართლოს დაახლოებით 3.5 წელი ხელმძღვანელობდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG