ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აკრიტიკებს


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან ჯონ რობერტსთან საჯაროდ, სიტყვიერ დაპირისპირებას აგრძელებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის თემაზე.

ხუთშაბათს, მადლიერების დღესასწაულზე გამართული ტელეკონფერენციისას ამერიკელ ჯარისკაცებთან, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ფედერალური სააპელაციო სასამართლო კალიფორნიაში „ჩვენში დიდი ეკალი გახდა“. რობერტსმა ერთი დღით ადრე დაიცვა კალიფორნიელი მოსამართლე, ისევე როგორც გააკრიტიკა პეზიდენტი ამ კომენტარისთვის. პრეზიდენტმა ტრამპმა, კალიფორნიის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, ბოლოს მიღებული ვერდიქტის გამო ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, „ობამას მოსამართლე“ უწოდა.

პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ჯონ რობერტსმა, რომელიც ამ პოსტზე რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა წარადგინა, თქვა, რომ პრეზიდენტის განცხადება გამოხატავს მის გაუთვითცნობიერებლობას სასამართლო ხელისუფლების როლის შესახებ ქვეყანაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG