"რადიო თავისუფლების" ცნობით, პეტერბურგში, წმიდა ისააკის საკათედრო ტაძარში (ისტორიული ეკლესია ისაკიევსკის სახელითაც არის ცნობილი), შეერთებული შტატების ატომური დაბომბვის შესახებ იმღერეს. სიმღერა სახელწოდებით "წყალქვეშა ნავზე, ანუ სამხედროების ანაზღაურება" ყოფილი დედაქალაქის საეკლესიო გუნდმა შაბათს, 23 თებერვალს შეასრულა.
ინფორმაცია პირველად რუსმა პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ, დიაკვანმა ანდრეი კურაევმა გაავრცელა. მასალის სათაურია "პუტინიზმი ისააკის გუმბათის ქვეშ. ტერმინალური სტადია". კურაევის თქმით, სიმღერა ძველია, საბჭოთა წარსულიდან და ის 1980 წელს ანდრეი კოზლოვსკიმ დაწერა.
მისამღერი ასე ჟღერს: "ტრუ-ლა-ლა, ტრუ-ლალა, 3 მანეთად ყველაფერს შევძლებ, იწვოდე არაკეთილმოსურნის მიწავ". საეკლესიო გუნდმა სიმღერა კონცერტის ძირითადი პროგრამის ბოლოს შეასრულა. იქ ასეთ სიტყვებსაც ნახავთ: „ატომური წყალქვეშა ნავითა და ასობით მეგატონის სიმძლავრის ათობით ბომბით გადავკვეთე ატლანტიკის ოკეანე და ვუძახი მემიზნეს, დაუმიზნე პეტროვ, ქალაქ ვაშინგტონს“. არის ასეთი ფრაზაც: „მაპატიე, ამერიკავ, კეთილო ამერიკავ, მაგრამ ხუთასი წლის წინ შენ სულ ტყუილად აღმოგაჩინეს“.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეს სიმღერა თავის დროზე სატირულ-იუმორისტული იყო. თუმცა, ანდრეი კურაევის თქმით, პუტინის დღევანდელი პოლიტიკის ფონზე, ის "სუპერსერიოზულად" ჟღერს.
Facebook Forum