ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი ჯარისკაცი გერმანული ტანკის განადგურებისთვის 12 000$-ით დააჯილდოვეს


კადრი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეოდან.
კადრი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეოდან.

რუსი ჯარისკაცი, რომელმაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინაში ბრძოლისას გერმანული წარმოების "ლეოპარდის" ტიპის ტანკი გაანადგურა, 1 მილიონი რუბლით დაჯილდოვდა. ეს დაახლოებით 11 842 დოლარია, რომელსაც მას კერძო ფონდი გადასცემს.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ნაჩვენებია ჯარისკაცი - ანდრეი კრავცოვი, რომელიც საავადმყოფოშია და ის ჯილდოს დამადასტურებელ მოწმობას სწორდ იქ იღებს ალექსანდერ კარელინისგან, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის სამგზის ოლიმპიური მსოფლიო ჩემპიონისგან.

სამინისტრო არ აკონკრეტებს როდის ან სად გაანადგურა კრავცოვმა ტანკი ან რა ტრავმის თუ ჭრილობის სამკურნალოდაა ის საავადმყოფოში. ვიდეოში ჩანს, რომ მას მარჯვენა ხელი არ აქვს.

ჯილდოს გადაცემისას, კარელინმა კრავცოვს უთხრა: "ესაა დამატებითი ანაზღაურება მათთვის, ვინც მტერს იმაზე მეტ ზიანს აღენებს, ვიდრე სახელმწიფო უკვე აკეთებს".

ფონდი, რომლისგანაც თანხა ოფიციალურად იქნება გადარიცხული კერძო ბიზნესმენების დაფუძნებულია, როგორც ერთ-ერთი გზა, მოაწონონ კრემლს თავი და უკრაინაში მიმდინარე ე.წ. სამხედრო ოპერაციის მიმართ მხადაჭერა გამოხატონ.

მოსკოვი ბოლო დროს აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ რუსმა ჯარისკაცებმა გერმანული "ლეოპარდები" და ამერიკული "ბრედლის" ტიპის ტანკები თუ საბრძოლო ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. დამოუკიდებლად ამ ცნობების გადამოწმება ვერ ხერხდება.

გასულ კვირას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობდა, რომ 10 000-მდე რუს ჯარისკაცს ინდივიდუალურად გადასცა ბონუსები იმისთვის, რომ მათ უკრაინული ან დასავლური წარმოების ტექნიკა და იარაღი გაანადგურეს ან ხელში ჩაიგდეს. სამინისტროს თქმით, ის 100 000 რუბლს ტანკებისთვის იხდის, 300 000-ს კი - თვითმფრინავისთვის. 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 84 ათასი რუბლია.

XS
SM
MD
LG