ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვითარება ფრონტის ხაზზე - უკრაინის კონტრშეტევა


რუსეთი, უკრაინის ფრონტის ხაზის სამ მონაკვეთზე, მძიმე ბრძოლების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინული ძალების კონტრშეტევა კარგად მიმდინარეობს და ჯარებს მტრის წინსვლის მოგერიებისთვის აქებს.

მხარეების მიერ, 1000 კილომეტრი სიგრძის ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენების შეფასებას, ერთი დღით წინ უძღოდა აფრიკის სამშვიდობო მისიის მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. მანამდე, მისიის წარმომადგენლები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ, თუმცა მათ წინადადებას, ენთუზიაზმით არც მოსკოვში შეხვდნენ და არც კიევში.

ამ ფონზე, გაერო მოსკოვს, კახოვკის კაშხლის აფეთქებით დაზარალებულ უკრაინის ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს, დახმარების გაწევის ხელისშეშლაში ადანაშაულებს. კახოვკის დამბის ჩამოშლამ, ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა.

რეგიონში რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. ოფიციალური პირი აცხადებს, რომ უკრაინამ, სამხრეთ ზაპორიჟიის რეგიონში, სოფელი პიატიხატკი დაიბრუნა. თუმცა, თავის ყოველდღიურ ანგარიშში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, სოფელი პიატიხატკი არ უხსნებია. უწყება აცხადებს, რომ მისმა ძალებმა, უკრაინული ზალების თავდასხმები ფრონტის ხაზის სამ მონაკვეთზე მოიგერია.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საკუთარი ჯარები, ავდიივკას მახლობლად, „თავდასხმების ძალიან ეფექტიანი მოგერიებისთვის შეაქო“. მისი თქმით, კონტრშეტევა კარგად მიმდინარეობს.

„ჩვენი ჯარები მოძრაობაშია: პოზიცია-პოზიცია, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენ წინ მივდივართ“, - თქვა ზელენსკიმ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG