რუსული საინფორმაციო სააგნეტო "ტასი" იტყობინება, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაეპ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეთანხმდნენ, რომ პუტინი "მალე" თურქეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
ამ შემთხვევაში, ეს იქნება პირველი ვიზიტი, რომელსაც პუტინი ნატოს წევრ ქვეყანაში განახორციელებს მას შემდეგ, რაც მან უკრაინის წინააღმდეგ, სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ომის დაწყების შემდეგ, პუტინი თითქმის არ მოგზაურობს.
"თურქეთის პრეზიდენტისგან მოწვევა მივიღეთ. პუტინი და ერდოღანი შეთანხმდნენ, რომ ვიზიტი ახლო მომავალში შედგება. მაგრამ, კონკრეტულ დღესა და თარიღზე ჯერ არ გვისაუბრია",- უთხრა სააგენტო "ინტერფაქსს" საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კრემლის მრჩეველმა, იური უშაკოვმა.
ერდოღანი, რომელიც მაისში, თურქეთის მოსახლეობამ 5 წლის ვადით კიდევ ერთხელ აირჩია, თავიდან აირჩია თურქეთის მოსახლეობამ მომავალი 5 წლის ვადით, უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში გარკვეული მომლაპარაკებლის როლს თამაშობს.
თურქეთი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც უკრაინას დრონები მიაწოდა და მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მომხრეა. თუმცა, ამავდროულად, ის არ შეუერთდა დასავლეთის ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
თურქეთმა, ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთ-უკრაინას შორის მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებასა და მის გაგრძელებაში.
კრემლის სპიკერმა, მოგვიანებით, მოიწონა მოსკოვსა და ანკარას შორის არსებული "უპრეცენდენტო თანამშრომლობა" და ერდოღანს "დაბალანსებული პოზიციებისთვის" მადლობა გადაუხადა.
რამდენიმე თვის წინ, საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ორდერი გულისხმობს იმასაც, რომ თუ პუტინი ისეთ ქვეყანაში ჩავა, რომელიც სისხლის სამართლის სასამართლოს საერთაშორისო კონვენციის ხელმომწერია, მაშინ ის იმავე ქვეყანაში უნდა დააკავონ. თურქეთი ასეთი ქვეყნების რიცხვს არ ეკუთვნის, ამიტომ პუტინს ანაკარაში ჩასვლის დროს დაკავება არ ემუქრება.